სერია A. XXIV ტური: გენუური დერბი მშვიდობიანად დასრულდა

AutoSharing Option
24 თებერვალს იტალიის სერია A-ს XXIV ტურის ერთი მატჩი გაიმართა. გენუის დერბიში "სამპდორიამ" და "ჯენოამ" გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - "ლუიჯი ფერარისზე" გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მე-17 წუთზე ანგარიშში "ჯენოა" იაგო ფალკეს გოლით დაწინაურდა, თუმცა ორ წუთში ედერმა გაათანაბრა.

"ჯენოა" 36 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, "სამდორია" კი, რომელიც უკვე მეხუთე მატჩია, ვერ იგებს, ამდენივე ქულით მეშვიდე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული