"ჯენოადან" იაგო ფალკე გამოირჩა, რომელმაც მბაიე ნიანგის შესანიშნავი გადაცემით იხეირა, "სამპდორიას" გოლი კი ფაკუნდო რონკალიას უხეშ შეცდომას მოჰყვა - "ჯენოას" მცველს ბურთი ედერმა აწაპნა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და შორეული კუთხე დალაშქრა. მთლიანობაში, თანაბარი თამაში იყო, გამარჯვება კი ორივე გუნდს შეეძლო.
სინიშა მიხაილოვიჩი (სამპდორია): "შეგირდთა გარჯით კმაყოფილი ვარ, რადგან ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ბევრ კომპონენტში აჯობეს კიდეც. თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა და შეგვეძლო როგორც
სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იყო და განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს ეკუთვნით. რატომ არ დავაყენე ძირითად შემადგენლობაში სამუელ ეტო'ო? - კუნთი აწუხებდა, სულ ახალი გამოჯანმრთელებულია და აღარ გავრისკე. ეტო'ოს არ ეთაკილება სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და არც ისაა გამორიცხული, სრულიად ჯანმრთელი ხანდახან რეზერვში დარჩეს".
ჯან პიერო გასპერინი (ჯენოა): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და უპირატესობასაც ვფლობდით. აი, მეორეში კი რაღაც დაგვემართა და სადავეები მეტოქემ იგდო ხელთ. შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვება იყო. გამარჯვების შემთხვევაში, ევროსაგზურის მოპოვების შანსი ერთიორად გაიზრდებოდა, მაგრამ მხოლოდ ქულას გამოვრჩით.
ფაკუნდო რონკალიამ საშინელი შეცდომა დაუშვა - არ მოვყვები სტანდარტულ ფრაზებს იმის შესახებ, რომ შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს; დერბიში ასეთი რამ არ უნდა გააკეთო და ამიტომ ფაკუნდოს აუცილებლად დაველაპარაკები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"