ანდრეა პირლო "იუვენტუსს" "რომასთან" ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"იუვენტუსი"-"ბორუსიას" შეხვედრაში ანდრეა პირლომ ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში დატოვა მინდორი.

მატჩის შემდეგ ტურინული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ამ თემაზე საგანგებო კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ანდრეა სერია A-ს უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს:

"პირლომ კუნთი დაიზიანა და სარეაბილიტაციო პერიოდს გარკვეული დრო დასჭირდება. საბედნიეროდ, მძიმე ტრავმას ავცდით, მაგრამ უახლოეს შეხვედრას ანდრეა გამოტოვებს. წინ "რომასთან" ჯახია, უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება და პირლოს ტრავმა დიდი დანაკლისია. მიუხედავად ამისა, პირველ ნომრად შევეცდებით თამაშს და ვეცდებით, ცენტრი გავაკონტროლოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული