სერია A. XXV ტურის წინ: იტალია ორშაბათის მოლოდინში

AutoSharing Option
ფოტო: ვეტერანი გიგანტების დუელი ამჯერად პირლოს ტრავმის გამო არ შედგება
იტალიის ჩემპიონატის მორიგი, 25-ე ტური შაბათს იწყება და ორშაბათს ტურისა და ზოგადად სეზონის ცენტრალური მატჩით დამთავრდება. დიახ, ამ ტურში "რომა"-"იუვენტუსია" - საფეხბურთო იტალიის უკანასკნელი იმედი იმისა, რომ "სკუდეტოსთვის" გაჩაღებული ბრძოლა ისევ დაიძაბება.

"რომამ" ბოლო ორი თამაში ვერ მოიგო, რის გამოც "იუვენტუსმა" "ჯალოროსი" უკვე 9 ქულით ჩამოიტოვა, ეს კი ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ თუ "იუვე" "რომასთან" არ წააგებს, თამამად შეგვეძლება, რომ "ბებერ ქალბატონს" ზედიზედ მეოთხე "სკუდეტო" მივულოცოთ.

მართალია, სეზონის დასრულებამდე კიდევ
13 ტური იქნება დარჩენილი, მაგრამ თუ "რომა" "იუვენტუსს" ვერ დაამარცხებს, ტურინელთა კიდევ ერთ ჩემპიონობას უკვე საბოლოოდ "არ გაუვა წყალი".

თუმცა ეს შეხვედრა ორშაბათს გაიმართება და ჩვენც, "რომა"-"იუვენტუსის" შესახებ დეტალურად ორშაბათის ნომერში უნდა დავწეროთ. რატომ დანიშნეს ეს მატჩი იტალიელებმა ორშაბათს?

იმიტომ, რომ "რომამ" გუშინ ევროპალიგაზე ითამაშა, "იუვენტუსს" კი სამშაბათს ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი რაუნდი დორტმუნდის "ბორუსიასთან" (2:1) - შესაბამისად, იტალიელებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ "რომასთვის" დასვენების საშუალება მიეცათ და "იუვეს" დასვენების მხრივ დიდი უპირატესობა არ ჰქონოდა.

ერთი რამ ამთავითვე ცნობილია: "იუვენტუსს" ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ანდრეა პირლო ვერ დაეხმარება - როგორც იცით, ვეტერანი ნახევარმცველი "დორტმუნდთან" დაშავდა და არა მარტო "რომასთან" შეხვედრას გამოტოვებს, არამედ, თითქმის ერთი თვე გაუცდება. პირველ წრეში ამ ორი გრანდის დაპირისპირება უაღრესად საინტერესო, დაძაბული, დრამატული და უხვგოლიანი გამოვიდა - "იუვემ" ის თამაში 3:2 მოიგო.

გამოსწორდა ინტერი? რა ეშველება მილანს?
რაც შეეხება სხვა მატჩებს: ნეაპოლში "იუვენტუსს" ვერ იტანენ, მაგრამ ამ შემთხვევაში "რომას" წაგებას უქომაგებენ, რადგან "ნაპოლის" თავისი ინტერესები აქვს. რაფა ბენიტესის გუნდი "რომას" მხოლოდ სამი ქულითღა ჩამორჩება და რა თქმა უნდა, მეორე ადგილს და პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას უმიზნებს.

თუმცა "ნაპოლის" კვირას ურთულესი ჯახი ელის ტურინში, "ტორინოსთან". "რომასგან" და "იუვენტუსისგან" განსხვავებით, "ტორინო" და "ნაპოლი" დასვენების მხრივ, თანაბარ მდგომარეობაში არიან, რადგან ევროპალიგაზე ორივემ გუშინ ითამაშა.

ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან უნდა "ლაციოსაც", რომელმაც მცირე კრიზისის (1:2 "ჩეზენაში", 0:1 "ჯენოასთან") შემდეგ ზედიზედ ორი თამაში მოიგო (1:0 უდინეში, 2:1 "პალერმოსთან"), ამ ტურში კი, "ლაციალე" "სასუოლოს" სტუმრობს, სადაც იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელის.

ევროპალიგაზე "ტოტენჰემთან" იომა და მომავალ უქმეებზეც რთული ბრძოლა ელის "ფიორენტინას" - ვინჩენცო მონტელას შეგირდები ამჯერად "ინტერს" შეეკრინებიან. თანაც, "ინტერი" ფორმაში შევიდა: რობერტო მანჩინის გუნდმა ზედიზედ სამი თამაში მოიგო და ცხრილში ზემოთ მიიწევს.

მეორე მილანური გრანდის ხელმძღვანელები კი იმედოვნებენ, რომ "ჩეზენასთან" მოპოვებული გამარჯვება (2:0) "მილანს" დადებით ბიძგს მისცემს. დადგება თუ არა დატანჯული ფილიპო ინძაგის გუნდი გამოსწორების გზაზე, ამას "კიევოსთან" გასვლითი მატჩი გაგვაგებინებს.

ყველაზე საწყალი კი "პარმაა", რომელმაც წინა ტურში საკუთარ მოედანზე მატჩის გამართვა ვერ მოახერხა, ახლა კი ითამაშებს - იმიტომ, რომ სტუმრად უწევს ასპარეზობა. გაუბედურებული "პარმა" "ჯენოას" სტუმრობს.

სერია A. XXV ტური
შაბათი. 28 თებერვალი
კიევო-მილანი 23.45
დისკვალიფიკაცია: ბოტა (კიევო)
ტრავმა: ფრეი - საპატა, აბატე, დე შილიო, ელ შაარავი, აგაცი, მასტური, ძაკარდო, რამი
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +19=4-2, (47-16)

კვირა. 1 მარტი
კალიარი-ვერონა 15.30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბალცანო, საუ - როდრიგესი, სალა, რაფაელი
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +6=3-5, (18-18)

პალერმო-ემპოლი 18.00
დისკვალიფიკაცია: ბარეტო (პალერმო)
ტრავმა: ბოლცონი, ლაზაარი - გუარენტე
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3=2-6, (12-19)

სასუოლო-ლაციო 18.00
დისკვალიფიკაცია: მანიანელი (სასუოლო)
ტრავმა: პეგოლო, ტერანოვა, ვრსალკო, პელუზო, ანტეი, კანავარო - პერეირინია, ჯენტილეტი, ლულიჩი, ჯორჯევიჩი, ტუნკარა, კონკო
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=1-2, (6-8)

ჯენოა-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარკეზე, არიაუდო - ბიაბიანი, ხორკერა, ჰარასლინი
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 0-1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +5=9-5, (22-23)

ატალანტა-სამპდორია 18.00
დისკვალიფიკაცია: მილიაჩო - ედერი, სორიანო, ობიანგი
ტრავმა: კერუბინი, ესტიგარიბია, რაიმონდი, მორალესი, ბიავა, ძაპაკოსტა - დე ვიტისი, კაჩატორე, მუნიოსი, რომერო
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +10=3-13, (35-39)

ჩეზენა-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: ვოლტა, ლუკინი, ჯორჯი (უდინეზე)
ტრავმა: ვალძანია, კაცოლა, პულცეტი, მარილუნგო, ტაბანელი, კაშონე - გეიხო, დომიცი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +0=1-5, (4-14)

ინტერი-ფიორენტინა 21.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდრეოლი, დამბროზიო, ნაგატომო, ჯონათანი, ჰანდანოვიჩი - ტატარუშანუ, როსი, ბერნარდესკი, ლუპატელი,
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +22=9-8, (61-46)

ტორინო-ნაპოლი 23.45
დისკვალიფიკაცია: ვივესი - მერტენსი
ტრავმა: გონსალესი - ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +4=9-6, (20-24)

ორშაბათი. 2 მარტი
რომა-იუვენტუსი 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სტროტმანი, ბალცარეტი, კასტანი, იტურბე, იბარბო, ლობონტი, მაიკონი, ფლორენცი - ასამოა, რომულო, მატრი, მარონე, პირლო
ბოლო 6 შეხვედრა
1-5-0 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +11=14-21, (49-72)

შენიშვნა: პარმა -1 ქულა

ბომბარდირები:
14 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი), პაულო დიბალა (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული