სერია A. XXV ტური: "იუვენტუსი" და "რომა" მშვიდობიანად დაშორდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მარტს იტალიის სერია A-ში XXV ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა "იუვენტუსმა" ტურინში მთავარ კონკურენტ "რომას" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

პირველი ტაიმი უინტერესოდ წარიმართა - მეტოქეებს კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამთ. ვითარება შესვენების შემდეგ შეიცვალა, 62-ე წუთზე კი რომაელები კაცნაკლულნი დარჩნენ.

მსაჯმა ვასილის ტოროსიდისი გააძევა, რომელიც რობერტო პერეირას ეუხეშა. "სტანდარტი" უნაკლოდ კარლოს ტევესმა შეასრულა, რომელმაც ახლო კუთხეში გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ეს არგენტინელი ფორვარდის მე-15 გოლია ტურნირში, რითაც ის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. ტევესს ერთი ბურთით "ინტერის"
თავდამსხმელი მაური იკარდი ჩამორჩება.

ტურინელებმა უპირატესობა მხოლოდ 78-ე წუთამდე შეინარჩუნეს, რომაელებს კი ქულა სეიდუ კეიტამ მოუტანა.

"იუვენტუსს" 58 ქულა აქვს და კვლავაც სატურნირო ცხრილის ლიდერად რჩება. 49 ქულა აქვს მეორეადგილოსან "რომას", მის შემდეგ კი ცხრილში "ნაპოლია" - 45 ქულით.

იტალია. სერია A. XXV ტური
რომა-იუვენტუსი 1:1
გოლები: 0:1 ტევესი (64), 1:1 კეიტა (78)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, იანგა-მბივა, მანოლასი, ჰოლებასი - დე როსი (73. ნაინგოლანი), კეიტა, პიანიჩი - ჟერვინიო, ლიაიჩი (65. ფლორენცი), ტოტი (71. იტურბე)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (90. პადოინი), მარკიზიო, ვიდალი, პერეირა, ევრა - ტევესი, მორატა (83. კომანი)
გაფრთხილება: იანგა-მბივა, დე როსი, პიანიჩი, ნაინგოლანი - ევრა, კიელინი, ვიდალი, მარკიზიო, მორატა
გაძევება: ტოროსიდისი (62. რომა)
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 5-6 (3-1); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 68 000

ბომბარდირები:
15 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 14 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ჟერემი მენეზი (მილანი), პაულო დიბალა (პალერმო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული