რაფაელ ბენიტესი "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს
AutoSharing Option
იტალიური პრესის ცნობით, ”ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი არ ჩქარობს ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ ესპანელ სპეციალისტს უკვე შესთავაზა ახალი ხელშეკრულება, თუმცა უარი მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენიტესი "ლივერპულში" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ადგილის გამოთავისუფლებას ელოდება, რომელიც ამჟამად ბრენდან როჯერსს უჭირავს.
რაფაელ ბენიტესს "ნაპოლისთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.