სერია A-ს ოციდან თექვსმეტი კლუბი "პარმას" დასახმარებლად 5 მლნ ევროს გამოყოფს

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს კლუბებმა გადაწყვიტეს, მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფ "პარმას" 5 მილიონი ევროთი დაეხმარონ, რათა ამ უკანასკნელმა სეზონი ჩაამთავროს.

"პარმის" მხარდასაჭერად მზადყოფნა სერია A-ს 20-იდან 16-მა კლუბმა გამოხატა. სამმა კლუბმა თავი შეიკავა, მათ შორის "ჩეზენა" კი სულაც იდეის წინააღმდეგ წავიდა. ცნობისთვის, "ჩეზენა" ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ფინანსური პრობლემებით შეჭირვებულმა "პარმამ", რომელიც სერია A-ს სატურნირო ცხრილის ფსკერზეა, ჩემპიონატის ორი მატჩი, "უდინეზესა" და "ჯენოასთან" უკვე გადადო, გამოყოფილი სახსრებით კი მიმდინარე სეზონის ჩამთავრებას შეძლებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ ქართული კლუბების დაეხმარნონ რუსთავს,რომ სეზონი ჩაამთავროს....ახალი სეზონიდან,გაითვალისწინონ რა ფორს-მაჟორი,რუსთავის ახალი კლუბი(ფ.კ.რუსთავი)დაუშვან უმაღლესში....დაიკიდეთ ის 8 მილიონი.იმას კიდევ ბევრი 8 მილიოონი აქვს.ისე ეგ ქეი სპონსორი იყო კლუბის თუ მევახშე?
-აფხაზეთი,სამაჩაბლო დააკლდა ქართულ ფეხბურთს და ეხლა რუსთავიც დაემატოს?
ზაზა
12:25 07-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული