ნაინგოლანის ცრემლები: ბელგიელი 19 წლის ფედერიკო მატიელოს ბოდიშს უთვლის

AutoSharing Option
"კიევო"-"რომას" შეხვედრაში ერთი საზარელი ფაქტი მოხდა, რომელმაც საფეხბურთო იტალია შეძრა. რომაელმა რაჯა ნაინგოლანმა ვერონელ ფედერიკო მატიელოს საშინელი დარტყმა მიაყენა და ფეხი მოსტეხა. 19 წლის ნახევარმცველი საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან და ბუნებრივია, კლინიკაში გააქანეს.

ნაინგოლანის საქციელი ყველამ ერთხმად დაგმო, თავად ფეხბურთელმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ძალიან მძიმედ ვარ, რადგან 19 წლის ფეხბურთელი ჩემთან შეტაკების გამო მძიმედ დაშავდა. თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ დროს უკან ვერ დავაბრუნებ.

იმ ეპიზოდში ორივემ ხისტად ვითამაშეთ, მაგრამ ისე მოხ
და, რომ სწორედ მან მიიღო ტრავმა. შეგიძლიათ ნახოთ ეს კადრები და დარწმუნდეთ, რომ განზრახ უხეშობას ადგილი არ ჰქონდა.

მატჩის შემდეგ "კიევოს" წარმომადგენლებს ფედერიკოს ტელეფონის ნომერი გამოვართვი. უახლოეს დღეებში დავურეკავ და დაველაპარაკები. მინდა მანაც იცოდეს, რომ ტრავმა სათამაშო ეპიზოდში მიიღო და მომხდარს მეც ძალიან განვიცდი. აუცილებლად მოვუხდი ბოდიშს და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული