ედინსონ კავანი "ნაპოლის" ესიყვარულება და "იუვენტუსში" გადადის?

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესასთან საუბარში ურუგვაელმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ არ დამალა, რომ "ნაპოლიში" გატარებული წლები ძალიან ენატრება და ერთ მშვენიერ დღეს სიამოვნებით დაბრუნდებოდა ამ გუნდში. თუმცა ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია და თუ რატომ, ამაზე თავად იტყვის:

"ყველა იმ გუნდის გულშემატკივრად ვრჩები, სადაც კი ოდესმე მითამაშია, მაგრამ "ნაპოლი" მაინც განსაკუთრებული მოვლენა იყო. ნეაპოლში გატარებული სამი წელი დაუვიწყარია, რადგან იქ წარმოვაჩინე თავი საუკეთესოდ და გამიცნო მთელმა საფეხბურთო მსოფლიომ. ნეაპოლი სრულიად განსხვავებული ქალაქია და იმედია, იქ კიდევ ვიცხოვრებ.

დიახ, დიდი სურვილი მაქვს, რომ ოდესმე
კიდევ მოვირგო "ნაპოლის" მაისური, მაგრამ იმ პირობით, თუ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი არ იქნება. შეუძლებელი არაფერია და იქნებ ასეთი დროც დადგეს".

იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო კორბო მიიჩნევს, რომ კავანიმ ეს განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ ის საიდუმლო მოლაპარაკებას მართავს... ტურინის იუვენტუსთან". ამით ურუგვაელს სურს, "ნაპოლის" ფანების მომავალი რისხვა აიცილოს თავიდან.

"კავანი არასოდეს ამბობს რამეს მიზეზის გარეშე. ეს მისი სტილი არაა, ზედმეტი ლაყბობა მას არ უყვარს. ეს ყურით მოთრეული მიზეზია, რადგან დე ლაურენტისთან მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა", - განაცხადა "ლა რეპუბლიკას" ჟურნალისტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული