"ფიორენტინას" გულშემატკივარმა სახლის კარზე სალაჰის სახელი ამოტვიფრა

AutoSharing Option
"ფიორენტინაში" განათხოვრებული მოჰამედ სალაჰი ისე შთამბეჭდავად ათამაშდა თავის ახალ გუნდში, რომ ძნელი გასახსენებელია, ვის ჰქონდა ბოლოს ასეთი დებიუტი და ვინ მოახერხა საწყის მატჩებში ამდენი გოლის გატანა. ეგვიპტელი ისე გამოიყურება, თითქოს, მთელი ცხოვრებაა იტალიურ გუნდშია და უკვე "იების" ლიდერად იქცა.

მან ფანების გულიც მალე მოიგო, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ულამაზესი და ისტორიული ქალაქის, ფლორენციის ქუჩებში სეირნობისას დაინახა, თუ, როგორ "დაუმშვენებია" ვიღაცას ერთ-ერთი მოჩუქურთმებული კარი მისი გვარით. ეს ფოტო ლონდონის "ჩელსის" საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა "თვითერზე" გამოამზეურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული