მიმდინარე სეზონში, რომის "ლაციოს" წარმატებულმა ასპარეზობამ კლუბის მესვეურებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის სტიმული მისცა. როგორც "ბიანკოჩელესტეს" სპორტული დირექტორი
იგლი ტარე აცხადებს, ზაფხულში გუნდის გვარიანად გაძლიერებას აპირებენ, ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე კი დორტმუნდის "ბორუსიის" 25 წლის თავდამსხმელი
ჩირო იმობილე იქნება:
"კარგად გვესმის, რომ თუ მომდევნო სეზონში კიდევ უკეთესად ასპარეზობა გვინდა, გუნდი უნდა გავაძლიეროთ. მით უმეტეს, დიდი შანსია, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ვიასპარეზოთ.
ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჩირო იმობილეა, რომელიც გერმანულ ფეხბურთს ვერ შეეწყო და გვსურს, რომ იტალიაში
დავაბრუნოთ. მზად ვართ, საამისოდ სოლიდური თანხა გამოვყოთ და იმედია, მიზანს მივაღწევთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"