ითქვა ისიც, რომ კარლეტოს დაბრუნება "მილანის" მესვეურებს სურთ და მზად არიან, რომ მას ტრანსფერებისთვის 170 მილიონი ევრო გამოუყონ. გარდა ამისა, ანჩელოტის გვარი იტალიის ეროვნულ ნაკრებსაც დაუკავშირეს და ამ ყველაფერზე "რეალის" თავკაცმა ვრცელი კომენტარი გააკეთა:
"ვერ გეტყვით, რა გეგმები დაისახეს "მილანის" მესვეურებმა, მაგრამ ჩემთვის ჯერ არავის მოუმართავს. სილვიო ბერლუსკონისთან და ადრიანო გალიანისთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მათ ხშირად ვეკონტაქტები და
მით უმეტეს, როდესაც საქმე "მილანს" ეხება, გუნდს, რომელსაც ჩემი გულის ნაწილი ეკუთვნის. რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ვადასტურებ, რომ "სკუადრა აძურას" გაწვრთნა ჩემი დიდი ხნის სურვილია და იმედი მაქვს, ეს დღე დადგება.
თუმცა ჯერ ისევ ყოველდღიური მუშაობა მსურს და ამიტომ საკლუბო ფეხბურთს ასე იოლად ვერ შეველევი. შესაბამისად, დღეს და ხვალ არც ეს საკითხი განიხილება. მით უმეტეს, იტალიის ნაკრებს შესანიშნავი სპეციალისტი უდგას სათავეში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"