მარკო ვერატი - მონა ლიზა, რომელიც ფრანგებმა იტალიელებს წაართვეს

AutoSharing Option
მარკო ვერატი პსჟ-ში შესანიშნავად ასპარეზობს, მუდმივად ძირითად შემადგენლობაშია და ფრანგული გუნდის წარმატებებში დიდი წვლილი შეაქვს.

22 წლის ნახევარმცველს იტალიაში ანდრეა პირლოს შემცვლელს უწოდებენ და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ფეხბურთელის პირად აგენტს, მისივე თანამემამულე დონატო დი კამპლის ეს მაინც ეცოტავება.

დი კამპლი იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს გაესაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"იტალიაში მუდმივად ლაპარაკობენ პოლ პოგბაზე და ის ქებით ცაში აჰყავთ. ამბობენ, რომ ფრანგი 100 მილიონი ევრო ღირს და ნაკლებ ფასში მისი გაყიდვა დანაშაულია. გავიგეთ, რომ პოგბა კარგი ფეხბურთელია,
მაგრამ რატომ გვავიწყდება, რომ ჩვენ გვყავს არანაკლებ პერსპექტიული მარკო ვერატი, რომელიც ვარსკვლავებით გაძეძგილ პსჟ-ში ბრწყინვალედ ასპარეზობს?!

ხომ ხედავთ, როგორ წაიყვანეს ფრანგებმა ვერატი და ისევე მოგვტაცეს, როგორც თავის დროზე ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა; ეს გენიალური ნახატი პარიზის მუზეუმში დევს და შედეგად, საფრანგეთი ტურისტებისგან ყოველწლიურად მილიონობით ევროს იღებს, ვერატი კი პარიზულ გუნდში თამაშობს და ასევე ფრანგულ საქმეს აკეთებს.

ჩვენ ვერაფერს ვუფრთხილდებით და შედეგიც სახეზეა - დღესაც კი, როდესაც ვერატი საოცარ ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ მაინც პოგბას ქება-დიდებაში ვართ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული