* "ემპოლის" ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე 13 წამის შესული იყო მინდორზე, როდესაც "სასუოლოს" გოლი გაუტანა. ბოლო 10 წელიწადში, სერია A-ში ასეთი რამ არ მომხდარა.
* ფინანსური დარღვევების გამო სერია B-ში "ბრეშას" 6 ქულა, ხოლო ისედაც 3 ქულით დასჯილ "ვარეზეს" კიდევ 1 ქულა ჩამოაკლეს.
სერია A-ს 28-ე ტურის ერთბაშად 6 შეხვედრა კვირას, გვიან ღამით გაიმართა და მათ შესახებ უფრო ვრცლად ხვალინდელ ნომერში მოგითხრობთ, ამჯერად კი "მილანის" ნანატრ გამარჯვებასა და "იუვენტუსის"
როგორც იქნა...
"მილანმა" "კალიარის" უმასპინძლა და როგორც იქნა, სამი ქულა მოიპოვა. ფილიპო ინძაგის შეგირდებმა ნავსი გატეხეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. შესაბამისად, "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა ჯერჯერობით შეინარჩუნა პოსტი. როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, ინძაგი ნანატრ გამარჯვებას "მარსელიოზას" შესრულებით უნდა აღნიშნავდეს, რადგან მისი გუნდის გოლები ფრანგების ანგარიშზეა...პირველი ტაიმი 20 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ჟერემი მენეზმა მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ერთ მეურვეს კარგად აუარა გვერდი და მოჭრილი დარტყმით მეკარისაგან შორეული კუთხე დალაშქრა - 1:0.
მეორე ტაიმში სარდინიელებმა ანგარიში გაქვითეს, მაგრამ ორიოდე წუთში ფილიპ მექსემ ისევ დააწინაურა მასპინძლები. მესამე გოლში ლომის წილი მატჩის არბიტრს მიუძღვის, რომელმაც ვერ შენიშნა, რომ ალესიო ჩერჩი მცველმა საჯარიმოს გარეთ წააქცია და არა საჯარიმოში. ჟერემი მენეზს მორიგი გოლის გატანა აღარ გასჭირვებია - 3:1.
მაგრამ ეს ამბავი ულტრასების გარეშე მოხდა - დიახ, "კურვა სუდი" სილვიო ბერლუსკონის დაუპირისპირდა, თამაშს კი ბოიკოტი გამოუცხადა - სამხრეთ ტრიბუნაზე, სადაც ტრადიციულად, ულტრასები იკრიბებიან, მხოლოდ ბანერი იყო გამოკიდებული ასეთი წარწერით: GAME OVER.
ადრიანო გალიანი: "დასანანია, რომ ულტრასებმა მატჩს ბოიკოტი გამოუცხადეს და კიდევ უფრო დასანანია, რომ ისინი სილვიო ბერლუსკონის აკრიტიკებენ. როდესაც ბერლუსკონიმ "მილანი" იყიდა, კლუბი გაკოტრებული იყო, მას შემდეგ კი უამრავი ტიტული მოვიგეთ. მძიმე ვითარებაში ვართ, მაგრამ ტრაგედია არ უნდა შევქმნათ და კრიზისი ერთად დავძლიოთ.
თუ "ნაპოლი" ან "ფიორენტინა" ევროპალიგას მოიპოვებენ, მაშინ მომდევნო წელს ევროარენაზე სერია A-ს მეშვიდე გუნდიც გავა, ამ პოზიციის დაკავების შანსი კი ერთობ მაღალია. ფილიპო ინძაგი განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, რომ მისი თავკაცობით, გუნდი სეზონს მაჟორულად დაასრულებს".
ტევესის მორიგი შედევრი
"იუვენტუსმა" "ჯენოას" უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა - 1:0. ერთადერთი გოლი კარლოს ტევესის ანგარიშზეა, რომელმაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ტურინული გრანდის მთავარი დამრტყმელი ძალაა. არგენტინელმა შესანიშნავად აუარა გვერდი რამდენიმე მცველს, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან მეკარისაგან ახლო კუთხე დალაშქრა. მეორე ტაიმში კარლიტოსმა თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.
იტალია. სერია A. XXVIII ტური
21 მარტი
კიევო-პალერმო 1:0
გოლი: 1:0 პალოსკი (35)
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, დაინელი, ზუკანოვიჩი - ბირსა (59. ბოტა), სკელოტო, ისკო, რადოვანოვიჩი - პალოსკი (77. ბირაგი), მეჯორინი (74. პელისიერი)
პალერმო (4-3-2-1): სორენტინო - ვიტიელო (75. რისპოლი), ტერცი, ანდელკოვიჩი, დაპრელა (69. ლაზაარი) - ბარეტო, მარესკა, რიგონი - კუაიზონი (53. ბელოტი), ვასკესი - დიბალა
გაფრთხილება: ისკო - მარესკა
გაძევება: ანდელკოვიჩი (86. პალერმო)
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 8-12 (4-4); ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 10 000
მილანი-კალიარი 3:1
გოლები: 1:0 მენეზი (21), 1:1 ფარიასი (47), 2:1 მექსე (49), 3:1 მენეზი (78-პენ.)
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - აბატე, პალეტა, მექსე, ანტონელი - ვან გინკელი, პოლი, დე იონგი (88. ესიენი) - მენეზი, ჰონდა (70. ჩერჩი), დესტრო (74. პაცინი)
კალიარი (4-3-3): ბრკიჩი - გონსალესი (46. ჟოაო პედრო), კაპიტელი, დიაკიტე, აველარი - დონსა, კრიზეტიგი, ეკდალი - ფარიასი, საუ, მპოკუ (66. კოსუ)
გაფრთხილება: დე იონგი - გონსალესი, კაპიტელი, კრიზეტიგი, ფარიასი
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-7 (4-1); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 30 000
22 მარტი
ემპოლი-სასუოლო 3:1
გოლები: 1:0 საპონარა (46), რუგანი (49-საკ. კარში), 2:1 მჭედლიძე (59), 3:1 საპონარა (60)
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი - ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე (84. სინიორელი) - საპონარა (70. ზელინსკი) - მაკარონე (58. მჭედლიძე), პუჩარელი
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, პელუზო, ლონგი (84/ ლაზარევიჩი) - მანიანელი (70. ფლოკარი), ტაიდერი, მისიროლი - სანსონე (75. ფლორო ფლორესი), ბერარდი, ძაძა
გაფრთხილება: აჩერბი, მანიანელი (სასუოლო)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 13-6 (6-1); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 18 000
იუვენტუსი-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 ტევესი (25)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (72. პეპე), მარკიზიო, პერეირა, ვიდალი (88. სტურარო), პადოინი - ტევესი, ლორენტე (72. მატრი)
ჯენოა (3-4-3): პერინი (52. ლამანა) - რონკალია, ბურდისო, დე მაიო - ედენილსონი, ბერტოლაჩი, კუცკა, ბერგდიხი - ნიანგი (46. ბორიელო), პეროტი, ლესტინი (66. ლაქსალტი)
გაფრთხილება: ბონუჩი - რონკალია, პეროტი, ბერტოლაჩი, ბორიელო
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 11-19; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10-6 (4-1); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 38 000
ჩეზენა-რომა 0:1
გოლი: 0:1 დე როსი (41)
ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - პერიკო, ლუკინი, კაპელი, კრაინჩი - ჯორჯი (86. პულცეტი), დე ფეუდისი (69. როდრიგესი), მუდინგაი - კარბონერო - ჯურიჩი (81. სუჩი), დეფრელი
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, ასტორი, მანოლასი, ჰოლებასი - უჩანი (67. პელეგრინი), დე როსი, ნაინგოლანი - ლიაიჩი (79. იანგა-მბივა), ჟერვინიო (87. იბარბო), დუმბია
გაფრთხილება: კაპელი, ლუკინი, მუდინგაი - უჩანი, დე როსი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 5-10 (1-4); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 18 000
ლაციო-ვერონა 2:0
გოლები: 1:0 ანდერსონი (4), 2:0 კანდრევა (45)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, მაურისიო, რადუ - მაური (74. ლულიჩი), ბილია, პაროლო - ანდერსონი (86. პერეა), კანდრევა, კლოზე (79. კეიტა)
ვერონა (4-5-1): ბენუსი - მარტიჩი (53. ბრივიო), მორასი, როდრიგესი, პიზანო - იონიცა (85. გუსტავო), პანაიოტისი (59. ლოპესი), ობადი, - ხრისტოდოლოპულოსი, ალფრედსონი, ტონი
გაფრთხილება: როდრიგესი (ვერონა)
კუთხური: 12-1; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14-0 (7-0); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 45 000
პარმა-ტორინო 0:2
გოლები: 0:1 მაქსი ლოპესი (19), 0:2 ბაშა (73)
პარმა (3-5-2): იაკობუჩი - კოსტა, მენდესი, ლუკარელი - კასანი, ხორკერა, ლილა (78. პალადინო), ვარელა, ნოჩერინო (67. გალოპა) - კოდა (67. გეზალი), ბელფოდილი
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი (67. დარმიანი), ბენასი (66. ბაშა), ელ ქადური, გაცი (78. გონსალესი), მოლინარო - მაქსი ლოპესი, კვალიარელა
გაფრთხილება: ლილა, კასანი, ხორკერა - ბენასი, ელ ქადური
გაძევება: ლუკარელი (36. პარმა)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 10-11 (1-5); ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 10 000
ნაპოლი-ატალანტა 1:1
გოლები: 0:1 პინილია (72), 1:1 საპატა (89)
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ენრიკე, კულიბალი, ბრიტოსი - დავიდ ლოპესი (79. საპატა), ინლერი - გაბიადინი (70. ჰამშიკი), დე გუზმანი, კალეხონი (65. მერტენსი) - იგუაინი
ატალანტა (4-4-1-1): სპორტიელო - ბიავა, სტენდარდო, ბელინი, დრამე - ძაპაკოსტა (79. დალესანდრო), მილიაჩო, ჩიგარინი, გომესი - მორალესი (67. ბაზელი) - დენისი (70. პინილია)
გაფრთხილება: ბრიტოსი, იგუაინი, მაჯო, ინლერი - ძაპაკოსტა, დენისი, პინილია, სპორტიელო
გაძევება: გომესი (55. ატალანტა)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-7 (10-3); ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 40 000
სამპდორია-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 ედერი (65)
სამპდორია (4-3-3): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, რეჯინი - ასკუა (52. ობიანგი), პალომბო, სორიანო (81. დუნკანი) - ედერი, ეტოო, მურიელი (67. ოკაკა)
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟუანი - გუარინი, მედელი, ბროზოვიჩი (76. პალასიო) - შაქირი - პოდოლსკი (87. კამარა), იკარდი
გაფრთხილება: სორიანო, რომანიოლი, ედერი - შაქირი, ვიდიჩი, ჟუანი, დამბროზიო, იკარდი, მედელი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 7-11 (2-2); ბურთის ფლობა: 30%-70%
მაყურებელი: 30 000
უდინეზე-ფიორენტინა 2:2
გოლები: 1:0 ვაგუე (15), 1:1 გომესი (50), 1:2 გომესი (53), 2:2 კონე (62)
უდინეზე (3-5-1-1): კარნეზისი - პირისი, დანილო, ვაგუე - ვიდმერი, ალანი, გილიერმე (79. ფერნანდესი), პინცი, გაბრიელ სილვა (56. ტერო) - კონე - დი ნატალე (80. გეიხო)
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, ბასანტა - ხოაკინი (85. ჯილარდინო), კურტიჩი, ბადელი, ბორხა ვალერო (61. ფერნანდესი), პასკუალი - ილიჩიჩი (69. სალაჰი), გომესი
გაფრთხილება: ვაგუე, პინცი, დანილო - ილიჩიჩი, კურტიჩი, გომესი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 9-7 (5-4); ბურთის ფლობა: 33%-67%
მაყურებელი: 10 000
ბომბარდირები: 16 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 15 - მაურო იკარდი (ინტერი), ჟერემი მენეზი (მილანი); 13 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (პალერმო), ლუკა ტონი (ვერონა)
მომდევნო ტური
4 აპრილი:
რომა-ნაპოლი, ვერონა-ჩეზენა, სასუოლო-კიევო, კალიარი-ლაციო, პალერმო-მილანი, ინტერი-პარმა, ატალანტა-ტორინო, ჯენოა-უდინეზე, ფიორენტინა-სამპდორია, იუვენტუსი-ემპოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"