რაფა ბენიტესი: მარადონას "ნაპოლის" მერე ასე წარმატებულები არ ვყოფილვართ

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში "ნაპოლი" არასტაბილურად ასპარეზობს და აქვს როგორც აღმასვლები, ისე ჩავარდნები.

გულშემატკივრები კმაყოფილნი უნდა იყვნენ იმით, რომ მათი საყვარელი გუნდი ევროპალიგის მეოთხედფინალშია გასული და იტალიის თასის ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, მაგრამ მეორე მხრივ, სერია A-ში მეხუთე ადგილი კარგ შედეგად ვერაფრით ჩაითვლება. ამასთან, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა, დამარცხდა რა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბილბაოს "ატლეტიკთან".

ესპანელებთან მარცხით, ნეაპოლელებმა წინა სეზონის შრომა წყალში ჩაყარეს, როდესაც გუნდმა სეზონი სამეულში დაასრულა და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზური მოიპოვა.

მოკლედ, დღეს მაინც რთულია რაფაელ
ბენიტესის მიერ გაწეული სამუშაოს დადებითად ან უარყოფითად შეფასება და ამისთვის სეზონის დასკვნით ნაწილს უნდა დაველოდოთ, მაგრამ თავად მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ასეთი ძლიერი და წარმატებული გუნდი ნეაპოლელებს დიეგო მარადონას შემდეგ არ ჰყოლიათ:

"ბოლო თამაშებში ქულები დავკარგეთ და კრიტიკა დაგვატეხეს თავს, რასაც ვერაფრით დავეთანხმები. სეზონი გრძელია და ყველა შეხვედრას უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებ, მაგრამ მთლიანობაში, ძალიან კარგად ვასპარეზობთ.

მოდი, გადავხედოთ, რას მივაღწიეთ მიმდინარე სეზონში - ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ იტალიის სუპერთასი მოვიგეთ და ისეთი მეტოქე დავამარცხეთ, როგორიც "იუვენტუსია". ამასთან, იტალიის თასის ფინალში ვართ, "ლაციოსთან" გასვლაზე ფრე გვაქვს ნათამაშები და ფინალში გასვლის კარგი შანსი გვაქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპალიგის მეოთხედფინალში გავედით, ასე შორს კი "ნაპოლი" ევროტურნირზე ბოლოს 26 წლის წინ წავიდა, როდესაც გუნდში დიეგო მარადონა თამაშობდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ძლიერი და წარმატებული გუნდი ნეაპოლში მარადონას შემდეგ აღარ ყოფილა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული