"იუვენტუსის" ჰეგემონია უნდა დასრულდეს! - "ნაპოლის" და აურელიო დე ლაურენტისის მისია

AutoSharing Option
4 აპრილს სერია A-ს მიმდინარე გათამაშება განახლდება და წინ დასკვნითი 10 ტური გველის - მატჩები, რომლებიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

რთულ ვითარებაშია "ნაპოლი", რომელიც სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა და მესამე პოზიციაზე გამაგრებულ "ლაციოს" მთელი 5 ქულით ჩამორჩება. მოკლედ, დიდი შანსია, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს, რაც სულ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი ჩანდა.

სეზონის მეორე წრე ნეაპოლელებმა კარგად დაიწყეს და კრიზისში მყოფ "რომას" წამოეწივნენ, თუმცა აღმასვლას რეგრესი მოჰყვა და დღეს რაფაელ ბენიტესის გუნდი რთულ ვითარებაშია.

მოკლედ, დიდია იმის ალბათობა, რომ
"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს - ამასთან, გუნდს ზაფხულში ალბათ ბენიტესიც დატოვებს და რას აპირებს ამ ვითარებაში კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი? - ამაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ვფიქრობ, გვაქვს რესურსი, რომ დარჩენილ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ და ჩემპიონატი სამეულში დავასრულოთ. მეტიც, ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში ფავორიტები ვართ და ჩემპიონთა ლიგის საგზურს აუცილებლად მოვიპოვებთ.

როგორც უნდა დასრულდეს სეზონი, ჩვენი მიზანი გუნდის გაძლიერება და განვითარებაა. ზაფხულში ტრანსფერებს ვგეგმავთ, აუცილებლად გავძლიერდებით და რაც მთავარია, წამყვან ფეხბურთელებს შევინარჩუნებთ.

ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა დიდ ფინანსურ ზარალს ნიშნავს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, კლუბში აუცილებლად ჩაიდება ინვესტიცია.

"იუვენტუსის" ჰეგემონია უნდა დასრულდეს და ამას "ნაპოლი" გააკეთებს - ეს ჩვენი მისიაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული