სტეფან ელ შაარავი - თუ წასვლაა, მხოლოდ უცხოეთში

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც 2012-13 წლების სეზონში სტეფან ელ შაარავიმ გაიბრწყინა და სერია A-ში 16 გოლი შეაგდო, მას უდიდესი მომავალი უწინასწარმეტყველეს, მაგრამ ჯერჯერობით გაცემული ავანსები არ მართლდება.

"პატარა ფარაონს" ქრინიკული ტრავმები აქვს და ამჟამადაც სარეაბილიტაციო კურსს გადის.

ბოლო ინფორმაციით, "მილანის" მესვეურები 22 წლის ფეხბურთელის განათხოვრებას აპირებენ და დიდი შანსია, ზაფხულში ელ შაარავი "ჯენოაში", "ტორინოში" ან "უდინეზეში" გადაბარგდეს. თუმცა ეს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა, მისივე ძმამ, მანუელ ელ შაარავიმ უარყო:

"სტეფანის სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით მიმდინარეობს და ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდება მოედანს. მისი
მიზანი ძველებურად ათამაშება და "მილანის" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაა.

რაც შეეხება იჯარით "ტორინოში", "ჯენოაში" ან "უდინეზეში" გადაბარგებას, ეს გამორიცხულია, რადგან ელ შაარავის მხოლოდ ტოპ-გუნდში სურს თამაში.

თუ "მილანი" ჩემი ძმის გაშვებას მოისურვებს, მხოლოდ უცხოურ ვარიანტებს განვიხილავთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული