იტალიური სპორტული პრესის ცნობით, სამხრეთული კლუბის მესვეურებმა რაფას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, რომელიც 3 წელიწადზეა გათვლილი. მართალია, ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, პირობები მკვეთრად გაუმჯობესებულია.
ეს ბოლო მცდელობაა და თუ ბენიტესმა კიდევ ერთხელ თქვა უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მაშინ ნეაპოლელები ახალი მწვრთნელის ძებნას შეუდგებიან.
სპორტულ პრესაში ბენიტესის შესაძლო შემცვლელებზე ბევრი იწერება - ყველაზე რეალურ კანდიდატად ჩეზარე პრანდელი მიიჩნევა, თუმცა ბოლო დროს ლუჩანო სპალეტის კანდიდატურაც გამოიკვეთა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"