სერია A. XXX ტური: "იუვენტუსის" 20-მატჩიანი წაუგებელი სერია "პარმამ" შეწყვიტა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტურინის "იუვენტუსის" 20-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩემპიონატში ბოლოადგილოსანმა "პარმამ" შეწყვიტა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე ხოსე მაურიმ გაიტანა - 1:0.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ხმა აღარ მაქვს, იმდენი ვიყვირე; თამაში დაიწყო თუ არა, მომიწია ყვირილი. ვერაფერი გავაწყვეთ "პარმასთან", განსაკუთრებით, მეორე ტაიმში და დამსახურებულად დავმარცხდით. დღევანდელი მატჩის მნიშვნელობა გუნდმა სათანადოდ ვერ აღიქვა. არადა, შეგვეძლო, სკუდეტო, ფაქტობრივად, გაგვენაღდებინა. შემადგენლობის როტაცია არ გვამართლებს, ძალიან ნელა ვთამაშობდით. ერთი ორთაბრძოლაც ვერ მოვიგეთ და ამით ყველაფერია ნათქვამი".

ბოლოს ჩემპიონატში "იუვენტუსი" 29 ოქტომბერს
დაამარცხეს, ეს "ჯენოამ" შეძლო. "ჯენოამ" ამ ტურში ზდენეკ ზემანის "კალიარი" 2:0 დაამარცხა. გოლები მბიაე ნიანგმა და იაგო ფალკემ გაიტანეს.

მილანის "ინტერმა" სტუმრად "ვერონა" 3:0 დაამარცხა. ანგარიში მაურო იკარდიმ გახსნა, შემდეგ როდრიგო პალასიომ გაიტანა.

0:2-ზე სამირ ჰანდანოვიჩმა ლუკა ტონის პენალტი მოიგერია. "ინტერმა" კიდევ ერთი გოლი გაიტანა - მორასმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

ჯენოა-კალიარი 2:0
გოლები: 1:0 ნიანგი (52), 2:0 ფალკე (58)

პარმა-იუვენტუსი 1:0
გოლი: 1:0 მაური (60)

ვერონა-ინტერი 0:3
გოლები: 0:1 იკარდი (11), 0:2 პალასიო (48), 0:3 მორასი (92 ს.კ.)
შენიშვნა: ტონიმ (ვერონა) ვერ გაიტანა პენალტი (77)

ჩეზენა-კიევო 0:1
გოლი: 0:1 სერხიო პელისიერი (83)

ატალანტა-სასუოლო 2:1
გოლები: 1:0, 2:1 გერმანდ დენისი (42, 63 პენ.), 1:1 დომენიკო ბერარდი (59)
გაძევება: სიმონე მასიროლი (71), ჯუზეპე ბიავა (81)

ლაციო-ემპოლი 4:0
გოლები: 1:0 სტეფანო მაური (4), 2:0 მიროსლავ კლოზე (31), 3:0 ანტონიო კანდრევა (44), 4:0 ფელიპე ანდერსონი (53)
გაძევება: დიეგო ნოვარეტი (58)

ნაპოლი-ფიორენტინა 3:0
გოლები: 1:0 დრიეს მერტენსი (23), 2:0 მარეკ ჰამშიკი (71), 3:0 ხოსე მარია კალიეხონი (89)

ტორინო-რომა 1:1
გოლები: 0:1 ალესანდრო ფლორენსი (58 პენ.), 1:1 მაქსი ლოპესი (64)

უდინეზე-პალერმო 1:3
გოლები: 0:1 ლაზარი (15), 0:2 ლუკა რიგონი (21), 0:3 ივაილო (66), 1:3 ანტონიო დი ნატალე (81)

მილანი-სამპდორია 1:1
გოლები: 0:1 რობერტო სორიანო (58), 1:1 ნაიჯელ დე იონგი (74)

15 აპრილი

ჯენოა-პარმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული