მეტი დრო და ნაკლები ფული - მარიო ბალოტელის "სამპდორიაში" ეპატიჟებიან

AutoSharing Option
"სამპდორიის" პრეზიდენტი მასიმო ფერერო "გაძეტა დელო სპორტს" გაესაუბრა და განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით იხილავდა საკუთარ გუნდში 24 წლის მარიო ბალოტელის და ამ მიმართულებით ის მუშაობის დაწყებას აპირებს:

"ბალოტელი გრანდიდან გრანდში გადადის, სადაც ფეხბურთელზე კოლოსალური წნეხია და თუ ერთი არ წაგივიდა თამაში, შემდეგ კრიზისის დაძლევა სულ უფრო რთული ხდება. ვფიქრობ, მარიოსთვის ზედგამოჭრილია ისეთი გუნდი, როგორიც "სამპდორიაა" - ამბიციური, თუმცა ისეთი, სადაც მასზე ნაკლები წნეხი იქნება და მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცემა.

გადავუხდით თუ არა მას იმდენ ხელფასს, რამდენსაც "ლივერპულში" იღებს? - ერთ-ერთი
მიზეზი იმისა, თუ რატომაც ვერ თამაშობს მარიო, სწორედ მისი კოლოსალური ხელფასია - მას მეტი სათამაშო დრო და ნაკლები ფული სჭირდება, რასაც ვთავაზობთ კიდეც გენუაში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული