ბარძალი ბებერ ქალბატონში?

AutoSharing Option

იტალიური „ტუტოსპორტის“ ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსს“ „ვოლფსბურგის“ მცველის, იტალიელი ანდრეა ბარძალის გადაბირება უნდა. ტურინული გაზეთის გუშინდელ ნომერში ეწერა, რომ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელებს თანხმობა შეუთვალა და ახლა ერთმანეთში კლუბები უნდა შეთანხმდნენ.

ბარძალის „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და თუ „იუვენტუსს“  ანდრეას გადაბირება ახლავე სურს, გერმანულ კლუბს გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს. როგორც ჩანს, ზედიზედ ორი წაგების შემდეგ (პარმასთან 1:3 და ნაპოლისთან 0:3) ტურინელებმა სასწრაფოდ დაცვის ხაზის გაძლიერება გადაწყვიტეს.

საინტერესოა ისიც, რომ ბარძალის „ვოლფსბურგში“ სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის საფრთხე ემუქრება,

რადგან გერმანიის ნაკრების მცველი არნე ფრიდრიხი გამოჯანმრთელდა და „მგლების“ თავკაცი სტივ მაკლარენი მეორე წრეში ფრიდრიხისა და სიმონ კიაერის დუეტს უფრო ენდობა, ვიდრე ბარძალის რომელიმეს ნაცვლად.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული