შესაძლოა სინიშა მიხაილოვიჩმა "ნაპოლიში" რაფაელ ბენიტესი შეცვალოს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, გენუის "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი მომავალი სეზონიდან ნეაპოლში გადაბარგდება.

იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი იუწყება, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უკვე მოელაპარაკა სპეციალისტს, რომელიც გუნდის სამწვრთნელო შტაბში რაფაელ ბენიტესის ადგილს დაიკავებს.

სავარაუდოდ, სერბ მწვრთნელთან ერთად "ნაპოლიში" "სამპდორიას" მცველი ლორენცო დე სილვესტრიც გადავა. ასევე საუბარია რობერტო სორიანიოსა და პედრო ობიანგიდან ერთ-ერთის ტრანსფერზეც.

სერია A-ს 31 ტურის შემდეგ გენუის გუნდი სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და მის წინ მყოფ "ნაპოლის" სამი ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული