"ჩვენი სურვილია, რომ ჰანდანოვიჩი "ინტერში" დიდხანს დარჩეს, მაგრამ თვითონ ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და არ ვიცი, როგორ მოგვარდება ეს საკითხი".
მოკლედ, ძანეტიმ არ უარყო, რომ ჩეხის გადაბირებაზე აქტიურად ფიქრობენ და ამის მიზეზი ჰანდანოვიჩის შესაძლო აბარგებაა. 30 წლის სლოვენიელ მეკარეს "ინტერთან" ხელშეკრულება
"მილანში თავს საუცხოოდ ვგრძნობ და მსურს, რომ "კარიერა "ინტერში" გავაგრძელო. აქ ყველა პირობა მაქვს შექმნილი იმისთვის, რომ შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინო და იმ გუნდის სამსახურში ვიყო, რომელიც ჩემზე ფსონს ჩამოვიდა. 2016 წელს "ნერაძურისთან" კონტრაქტი მიმთავრდება - მილანური კლუბის მესვეურებს არ სურთ ახალი სეზონის დაწყება იმ მეკარესთან ერთად, რომელსაც ხელშეკრულების ვადა ეწურება.
ამიტომ შეთანხმებას უახლოეს მომავალში უნდა მივაღწიოთ და ამ გზაზე პრობლემა არა ჩემპიონთა ლიგა, არამედ ფინანსური დეტალებია. წვრილმანებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები, რომლებიც იმედია, მოგვარდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"