სერია A. XXXII ტური: ტურინში ტორომ იმძლავრა [VIDEO]

AutoSharing Option
* ანტონიო დი ნატალე "უდინეზესთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის ბოლოა უდინური გუნდის შემადგენლობაში.

* რობერტო მანჩინის თქმით, ჯერდან შაჩირი მომდევნო სეზონშიც "ინტერში" ითამაშებს, რადგან მილანურმა კლუბმა მისი გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

* "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ და მისმა მთელმა გუნდმა, ანუ დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა, ტურინულ კლუბთან ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

* "ტორინოს" გულშემატკივრებმა "იუვენტუსის" ავტობუსს სხვადასხვა საგანი ესროლეს და მინა ჩაუმსხვრიეს. ფეხბურთელთაგან არავინ დაშავებულა.

ტური შაბათის ორი მატჩით დაიწყო და ირივე იდენტური ანგარიშით დასრულდა,
2:1. "უდინეზემ" "მილანს" სძლია, ხოლო "ინტერმა" - "რომას". ორივე შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია...

"რომას" კრიზისი გრძელდება
"რომა" "ინტერს" ესტუმრა და მორიგი მარცხი იგემა. მილანელები მალევე დაწინაურდნენ, როდესაც ერნანესმა საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა და ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა - 1:0.

თამაში ორმხრივი იერიშებით წარიმართა და მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. მეორე ტაიმის შუაწელს, რომაელებმა ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც რაჯა ნაინგოლანის უძლიერესი დარტყმით დაგვირგვინდა - 1:1. გადამწყვეტი გოლი მაურო იკარდის ანგარიშზეა, რომელმაც ლუკას პოდოლსკის შესანიშნავი პასი შეირგო და ზუსტი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია - 2:1.

აღსანიშნავია, რომ პოდოლსკი სულ ორი წუთის შესული იყო მინდორზე, როდესაც საგოლე პასი გააკეთა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გატანის შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან. მოკლედ, პოდოლსკიმ ხუთიოდე წუთში ბევრი რამ მოასწრო, მატჩის ყველაზე აქტიური ფიგურა კი მაინც იკარდი გახლდათ, რომელსაც მინიმუმ, ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლო.

ამრიგად, "ინტერმა" მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და კიდევ აქვს მცირე შანსი, რომ ევროპალიგის საგზურისთვის იბრძოლოს, "რომამ" კი კიდევ ერთხელ გააწბილა გულშემატკივარი და თუ ასე გააგრძელა, არათუ მეორე ადგილს ვერ შეწვდება, ჩემპიონთა ლიგის ზონასაც დატოვებს. ეს კარგად ესმის კლუბის პრეზიდენტ ჯეიმს პალოოტას და ამად იყო, რომ მატჩის შემდეგ საგანგებო კომენტარი გააკეთა:

"ზამთარში ჩვენი მიზანი სკუდეტო იყო, დღეს კი იმას ვნატრულობთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდეთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ სამეულს მიღმა დარჩენას შევაფასებთ, როგორც კატასტროფას და მივიღებთ უმკაცრეს ზომებს. "რომა" მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს და ის, რაც დღეს ხდება, ყოვლად მიუღებელია. ვფიქრობ, ფეხბურთელებთან შეხვედრას გავმართავ და არსებულ ვითარებაზე ვიმსჯელებთ - წინ გადამწყვეტი მატჩებია და შეცდომის უფლება, პრაქტიკულად, აღარ გვაქვს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიდი აურზაური "მილანში"
"მილანის" კრიზისს ბოლო არ უჩანს - ფილიპო ინძაგის გუნდი უდინეში ჩავიდა და "უდინეზესთან" უშანსოდ დამარცხდა. ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს - მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ სოლიდურ უპირატესობას და გაცილებით დიდი ანგარიშით მართებდათ მოგება.

თავად განსაჯეთ, "უდინეზემ" 15-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით და ეს მაშინ, როდესაც "მილანმა" მხოლოდ 3-ჯერ სცადა ბედი. "უდინეზემ" 9-ჯერ ჩააწოდა კუთხური, "მილანმა" კი მხოლოდ ერთხელ და ასე შემდეგ თითქმის ყველა კომპონენტში. ამ უპირატესობის ლოგიკური შედეგი გახლდათ ჯამპიერო პინცის და ემანუელ ბადუს გოლები, რასაც ჯამპაოლო პაცინიმ მატჩის უკანასკნელ წუთებზე ერთი ბურთის გაქვითვით უპასუხა და საბოლოოდ - 2:1 უდინელთა სასარგებლოდ.

მატჩის შემდეგ "მილანში" უკიდურესად დაიძაბა ვითარება - როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, ავტობუსში ფილიპო ინძაგი შეგირდებს მკაცრად ესაუბრა და უყვირა, რომ ისინი ისეთ დიდ გუნდში თამაშის ღირსნი არ არიან, როგორიც "მილანია", რაზეც ერთ-ერთი ფეხბურთელისგან პასუხი მიუღია, რომ სწორედ ინძაგი არ იმსახურებს "მილანის" მწვრთნელობას - ამ რეპლიკას დიდი ხმაური მოჰყვა და საქმე კინაღამ ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა. მოკლედ, "მილანში" რთულადაა საქმე და კლუბის მესვეურებს ზომების მიღება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მართებთ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოსალოდნელი მოულოდნელობა
თითქოს მოსალოდნელი იყო ის, რაც ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე ვიხილეთ, რადგან დერბის "ტორინო" "იუვენტუსზე" გაცილებით მოტივირებული და მოგებაზე დაგეშილი შეხვდა. ამად იყო, რომ მატჩი მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

არადა, ანგარიში ანდრეა პირლომ გახსნა, რომელმაც მორიგი საჯარიმო გამოიყენა და ულამაზესი გოლი გაიტანა. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს, მატეო დარმიანი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და უზუსტესი დარტყმით ანგარიში გაქვითა, მეორე ნახევარში კი ფაბიო კვალიარელამ იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ისიც ვთქვათ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა და იმ მოთამაშეებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, ვისაც ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ. მაგალითად, დაცვის ცენტრში ანჯელო ოგბონა ვიხილეთ, ფლანგზე - სიმონე პადოინი, ნახევარდაცვაში - სტეფანო სტურარო, ხოლო თავდასხმაში ალესანდრო მატრი. მოკლედ, "იუვე" ბოლომდე არ დაიხარჯა და მიიღო ის, რაც დაიმსახურა, "ტორინომ" კი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და აგრძელებს ბრძოლას ევროპალიგის საგზურისთვის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გაშვებული შანსი
მართალია, "ლაციომ" "რომას" ერთი ქულით გაასწრო, მაგრამ შეეძლო, მთელი სამი ქულით გაესწრო და კიდევ უფრო გამაგრებულიყო მეორე ადგილზე. რომაელებმა "კიევო" მიიღეს და 60 ათასი გულშემატკივრის თვალწინ მხოლოდ ქულას დასჯერდნენ. სტეფანო პიოლის შეგირდებს არ წაუვიდათ თამაში, მძიმედ ირჯებოდნენ და თავიდანვე შეეტყოთ, რომ წინ რთული მატჩი ელოდათ.

პირველი ტაიმი სრულდებოდა, როდესაც მიროსლავ კლოზემ სოლო-რეიდი გამოაცხო და შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ მეორე ნახევარში ვერონელებმა გაქვითეს ანგარიში, დაცვა კიდევ უფრო გაამაგრეს და შინ მნიშვნელოვანი ქულა გაიყოლეს. "კიევოს" დაქვეითება ნამდვილად აღარ ემუქრება, "ლაციოს" კი მთავარი ბრძოლები წინ ელის...

იტალია. სერია A. XXXII ტური
25 აპრილი
უდინეზე-მილანი 2:1
გოლები: 1:0 პინცი (58), 2:0 ბადუ (74), 2:1 პაცინი (88)
უდინეზე (4-3-1-2): კარნეზისი - პირისი, დანილო, დომიცი, ვიდმერი - ალანი, პინცი, ბადუ - გილიერმე (84. კონე) - გეიხო (54. ტერო), დი ნატალე
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - აბატე, პალეტა (46. რამი), მექსე, ანტონელი - ვან გინკელი, დე იონგი, ბონავენტურა (74. დესტრო) - მენეზი, სუსო (64. ჩერჩი), პაცინი
გაფრთხილება: დომიცი, პინცი - პაცინი
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 25-16; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 15-3 (5-1); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 10 000

ინტერი-რომა 2:1
გოლები: 1:0 ერნანესი (15), 1:1 ნაინგოლანი (63), 2:1 იკარდი (88)
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟუანი - გუარინი (78. შაქირი), გუნკური (86. პოდოლსკი), ბროზოვიჩი (71. კოვაჩიჩი) - ერნანესი - პალასიო, იკარდი
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი - პიანიჩი (78. იტურბე), ნაინგოლანი, დე როსი (89. დუმბია) - ჟერვინიო, იბარბო, ტოტი (52. კეიტა)
გაფრთხილება: რანოკია, ჟუანი, ბროზოვიჩი, გუნკური, პალასიო - დე სანკტისი, იანგა-მბივა, დე რპსი, ნაინგოლანი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 7-8 (2-3); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 40 000

26 აპრილი
ატალანტა-ემპოლი 2:2
გოლები: 0:1 საპონარა (41), 1:1 გომესი (43), 1:2 მაკარონე (60), 2:2 დენისი (90)
ატალანტა (4-2-3-1): სპორტიელო - ბენალუანი (75. ემანუელსონი), სტენდარდო, მაზიელო, დრამე - ჩიგარინი, კარმონა - ესტიგარიბია (69. დალესანდრო), მორალესი, გომესი (69. ბიანკი) - დენისი
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - ლაურინი (79. ბარბა), რუგანი, ტონელი, უსაი - ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე - საპონარა (86. მარიო რუი) - მაკარონე, პუჩარელი (59. ზელინსკი)
გაფრთხილება: ბენალუანი, ჩიგარინი, დალესანდრო - პუჩარელი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 12-18 (5-10); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 20 000

ჯენოა-ჩეზენა 3:1
გოლები: 1:0 ბერტოლაჩი (38), 2:0 პეროტი (45-პენ.), 3:0 პავოლეტი (53), 3:1 კარბონერო (69)
ჯენოა (3-4-3): პერინი - რონკალია, ბურდისო, დე მაიო - რინკონი (81. იძო), კუცკა, ბერტოლაჩი (68. ლაქსალტი), მარკეზე - იაგო, პეროტი (49. ლესტინი), პავოლეტი
ჩეზენა (4-3-1-2): ალიარდი - ნიკა, ვოლტა, კრაინჩი, ლუკინი (46. რენძეტი) - კარბონერო,Eკაშონე, ზე ედუარდო - ბრიენცა (59. დალ მონტე) - დეფრელი, ჯურიჩი (80. სუჩი)
გაფრთხილება: ბერტოლაჩი, პავოლეტი - ვოლტა, კაშონე, კარბონერო
გაძევება: ზე ედუარდო (90. ჩეზენა)
კუთხური: 11-7; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 17-9 (5-4); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 22 000

ვერონა-სასუოლო 3:2
გოლები: 1:0 ტალები (30), 1:1 მორასი (35-ს. კ.), 2:1 ტონი (63), 3:1 ტონი (71), 3:2 ფლორო ფლორესი (89)
ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო, მარკესი, მორასი, აგოსტინი - სალა (83. ფერნანდინიო), ობადი, გრეკო - იანკოვიჩი (14. ვალოტი - 19. ბენუსი), ტალები, ტონი
სასუოლო (3-4-3): კონსილი - აჩერბი, კანავარო, პელუზო - ლაზარევიჩი (58. ბრიგი), ბიონდინი, მისიროლი, ლონგი (58. ფლოკარი) - ბერარდი, სანსონე (73. ფლორო ფლორესი), ძაძა
გაფრთხილება: მორასი, ობადი, გრეკო - კანავარო, ბერარდი
გაძევება: რაფაელი (18. ვერონა)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-17 (9-8); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 20 000

ლაციო-კიევო 1:1
გოლები: 1:0 კლოზე (45), 1:1 პალოსკი (75)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ნოვარეტი, რადუ - ონაზი (86. პერეა), ლედესმა, ლულიჩი (82. ედერსონი) - კანდრევა, ანდერსონი, კლოზე (60. კეიტა)
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, დაინელი (64. სარდო), ზუკანოვიჩი (46. ბოტა) - ჰეტემაი, ისკო, რადოვანოვიჩი, სკელოტო - პელისიერი (75. ფეტფატციდისი), პალოსკი
გაფრთხილება: ლედესმა, ონაზი - ცეზარი, დაინელი, ზუკანოვიჩი, რადოვანოვიჩი, სკელოტო
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 17-4 (7-1); ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 60 000

პარმა-პალერმო 1:0
გოლი: 1:0 ნოჩერინო (22-პენ.)
პარმა (3-5-2): მირანტე - მენდესი (72. ლილა), კოსტა, ფედალი - ვარელა (63. კასანი), ხორკერა, მაური, ნოჩერინო, გობი - გეზალი, კოდა (55. ბელფოდილი)
პალერმო (3-5-1-1): უიკანი - ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი - ლაზაარი, ჩოჩევი, მარესკა, ბოლცონი (56. ბელოტი), რისპოლი (70. კუაიზონი) - ვასკესი (85. ბენტივენია) - დიბალა
გაფრთხილება: გობი, კოსტა, ფედალი, ლილა (პარმა)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 8-7 (6-3); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 15 000

ტორინო-იუვენტუსი 2:1
გოლები: 0:1 პირლო (35), 1:1 დარმიანი (45), 2:1 კვალიარელა (57)
ტორინო (3-5-2): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - პერესი, ბენასი (72. ვივესი), გაცი, ელ ქადური, დარმიანი (82. მოლინარო) - კვალიარელა, მაქსი ლოპესი (61. მარტინესი)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ოგბონა, პადოინი (86. ლორენტე) - სტურარო, პირლო, ვიდალი - პერეირა (78. პეპე) - მორატა (65. ტევესი), მატრი
გაფრთხილება: მორეტი, ვივესი - ბონუჩი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 9-18 (4-7); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 27 000

ფიორენტინა-კალიარი 1:3
გოლები: 0:1 კოპი (7), 0:2 კოპი (59), 1:2 ჯილარდინო (74), 1:3 ფარიასი (90)
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, სავიჩი, ბასანტა, პასკუალი (75. გომესი) - ბადელი, პისარო, ბორხა ვალერო (58. ხოაკინი) - დიამანტი (46. ვარგასი), სალაჰი, ჯილარდინო
კალიარი (4-3-3): ბრკიჩი - პიზანო, დიაკიტე, კაპიტელი, აველარი (62. მურუ) - დესენა, ეკდალი, ჟოაო პედრო (79. დონსა) - ფარიასი, კოპი (70. საუ), მპოკუ
გაფრთხილება: ბორხა ვალერო - აველარი, ეკდალი, ფარიასი, მურუ, საუ
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 16-11 (6-6); ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 30 000

ნაპოლი-სამპდორია 4:2
გოლები: 0:1 ალბიოლი (12-ს. კ.), 1:1 გაბიადინი (31), 2:1 იგუაინი (34), 3:1 ინსინიე (47), 4:1 იგუაინი (81-პენ.), 4:2 მურიელი (89)
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - ენრიკე, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი - ჟორჟინიო, დავიდ ლოპესი (76. გარგანო) - ინსინიე, გაბიადინი (66. ჰამშიკი), კალეხონი - იგუაინი (82. საპატა)
სამპდორია (4-2-3-1): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, მესბა - ობიანგი, პალომბო (63. დუნკანი) - ედერი (45. მურიელი), სორიანო (76. ბერგესიო), ეტოო - ოკაკა
გაფრთხილება: ალბიოლი - მესბა, მურიელი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 19-4 (11-1); ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 40 000

ბომბარდირები: 18 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 17 - ლუკა ტონი (ვერონა), მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი); 15 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), პაულო დიბალა (პალერმო)

მომდევნო ტური
28 აპრილი:
უდინეზე-ინტერი

29 აპრილი:
ჩეზენა-ატალანტა, კიევო-კალიარი, იუვენტუსი-ფიორენტინა, მილანი-ჯენოა, სამპდორია-ვერონა, ლაციო-პარმა, სასუოლო-რომა, პალერმო-ტორინო

30 აპრილი:
ემპოლი-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული