ნაიჯელ დე იონგმა ფილიპო ინძაგის შეუტია

AutoSharing Option
"მილანის" მთავარ მწვრთნელ ფილიპო ინძაგისა და ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა.

Calcio Mercato-ს ინფორმაციით, ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი ნაიჯელ დე იონგის სიტყვების შემდეგ მოხდა.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ინძაგი "მილანის" გაწვრთნის ღირსი არაა. დე იონგს მხარი რამდენიმე ფეხბურთელმა აუბა.

ამ კონფლიქტის შემდეგ ინძაგიმ დამატებითი ვარჯიში დანიშნა და ფეხბურთელები ბაზაზე გაურკვეველი დროით ჩაკეტა.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაუ ვაუ
takli
16:22 27-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული