სერია A. XXXIV ტურის წინ: კულმინაცია

AutoSharing Option
ერთი ქულაც და "იუვენტუსი" მიჯრით მეოთხე სკუდეტოს მოიგებს. მომდევნო ტურში, მასიმილიანო ალეგრის გუნდი "სამპდორიას" ესტუმრება, შეეცდება არ წააგოს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს ჩემპიონის რანგში შეხვდეს.

ტური ოთხ დღეზეა გაწერილი და შაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით გაიმართება. ასე რომ, წინ მნიშვნელოვანი ბატალიები გველის...

საჩემპიონო მატჩი
"იუვენტუსს" სულ ერთი ქულა სჭირდება იმისთვის, რომ ჩემპიონი გახდეს და ბუნებრივია, რომ გენუაში დაგეგმილი მატჩისკენ განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი.

"იუვე" "სამპდორიას" სტუმრობს, რომელსაც თავისი ამოცანა აქვს და ცდილობს, რომ ევროპალიგის საგზური მოიპოვოს.

მასიმილიანო ალეგრი დილე
მის წინაშეა - შუა კვირაში, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი აქვს სათამაშო და წამყვან ფეხბურთელებს დასვენება არ აწყენდათ, მაგრამ მეორე მხრივ, საქმის ამავე უქმეებზე მოთავება დიდი ცდუნებაა.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ალეგრი ანდრეა პირლოს, კარლოს ტევესს, პატრის ევრას და ჯორჯო კიელინის დაასვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი პრიორიტეტს მაინც მადრიდის "რეალთან" მოახლოებულ მატჩს ანიჭებს.

"სამპდორიას" მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს ფრის გაგონება არ სურს და შეგირდებს მოგებაზე გეშავს - სერბი სპეციალისტის თქმით, ეს იქნება წლის მთავარი მატჩი, რომლის მოგება ევროპალიგის საგზურის მოსაპოვებლად გადამწყვეტი იქნება.

"იუვეს" ათასობით ულტრასს სურს გენუაში ჩასვლა და სამართალდამცავებსაც მობილიზება აქვთ გამოცხადებული. ვნახოთ, წინ მართლაც საინტერესო მატჩი გველის...

სავარაუდო შემადგენლობები
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - დე სილვესტრი, მუნიოსი, რომანიოლი, მესბა - ობიანგი, პალომბო, დუნკანი - სორიანო - ეტოო, ოკაკა
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ოგბონა, ბონუჩი, პადოინი - ვიდალი, სტურარო, მარკიზიო - პერეირა - კომანი, ლორენტე

სხვა მატჩები
ძალიან საინტერესო მატჩი შედგება ნეაპოლში, სადაც "მილანი" ჩადის. რაფაელ ბენიტესის გუნდს მხოლოდ სამი ქულა სჭირდება და კრიზისში მყოფ მეტოქესთან უდავო ფავორიტადაც ითვლება. მით უმეტეს, "მილანს" სამი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს დისკვალიფიცირებული: ინაციო აბატე, ფილიპ მექსე და ჟერემი მენეზი.

მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, რიოდესაც "როსონერის" გამარჯვება სენსაცია იქნება.

"მილანი" ისევ 4-3-3 ტაქტიკით გაირჯება და წინ, კეისუკე ჰონდას, ალესიო ჩერჩის და ჯამპაოლო პაცინის ვიხილავთ.

მიუხედავად იმისა, რომ შუა კვირაში "ნაპოლის" ევროპალიგის ნახევარფინალი აქვს სათამაშო, რაფა ბენიტესი წამყვან ფეხბურთელებს არ დაზოგავს და შეტევაში გონსალო იგუაინს, მარეკ ჰამშიკს, ლორენცო ინსინიეს და ხოსე კალეხონს გაამწესებს. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია, ბენიტესის როტაციის ფონზე კი "ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა ერთობ რთული საქმეა.

არანაკლებ საინტერესო მატჩი გაიმართება "სტადიო ოლიმპიკოზე", სადაც "რომა" "ჯენოას" უმასპინძლებს. რუდი გარსიას გუნდმა წარუმატებელი სერია "სასუოლოსთან" გასვლითი გამარჯვებით შეწყვიტა და შეეცდება, რომ მიჯრით მეორე მატჩი მოიგოს, მაგრამ "ჯენოაა" შესანიშნავ ფორმაში და იოლად არაფერს დათმობს.

გარსია შეტევაში ჟერვინიოს, ვიკტორ იბარბოსა და სეიდუ დუმბიას დაეყრდნობა, შუა ხაზს კი მირალემ პიანიჩი, რაჯა ნაინგოლანი და დანიელე დე როსი გაამაგრებენ. გენუელები სეზონის დასკვნით ნაწილს კარგ ფორმაში შეხვდნენ, წინა ტურში ექვსეულში შეაბიჯეს და პოზიციის დათმობას არ აპირებენ, ამისთვის კი რომში გამარჯვებაა საჭირო.

"ლაციო" "ატალანტას" მიროსლავ კლოზეს გარეშე ესტუმრება. გერმანელ ფორვარდს დისკვალიოფიკაცია აქვს, რომაელთა შემტევი კვარტეტი კი სავარაუდოდ ასე დაკომპლექტდება: ანტონიო კანდრევა, სენად ლულიჩი, ფელიპე ანდერსონი და სტეფანო მაური. "ატალანტას" ფეხბურთელები გულშემატკივრებს საოცარი გოლებით ანებივრებენ, წინა ტურში მაურისიო პინილიამ კიდევ ერთი "მაკრატელა" შეაგდო, მაგრამ ბერგამოელებს ელიტაში ადგილი ჯერ კიდევ არ აქვთ დაბევებუილი - მოკლედ, მასპინძლები მოტივაციის ნაკლებობას არ უჩივიან და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს...

სერია A. XXXIV ტური
შაბათი. 2 მაისი
სამპდორია-იუვენტუსი 20:00
დისკვალიფიკაცია: ასკუა (სამპდორია)
ტრავმა: ედერი, დე ვიტისი, კაჩატორე, ჯორჯევიჩი - ასამოა, რომულო, კასერესი, პოგბა
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 4-0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +6=10-15, (28-46)

სასუოლო-პალერმო 22:45
დისკვალიფიკაცია: კანავარო (სასუოლო)
ტრავმა: მანიანელი, დონისი, ვრსალკო, პოლიტო, ტერანოვა, ანტეი, გაცოლა, ნატალი - მორგანელა, ბარეტო, ემერსონი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (1-2)

კვირა. 3 მაისი
რომა-ჯენოა 14:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სტროტმანი, მაიკონი, კასტანი - პეროტი, არიაუდო
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +11=1-7, (36-23)

ატალანტა-ლაციო 17:00
დისკვალიფიკაცია: ბენალუანი, დენისი - კლოზე
ტრავმა: რაიმონდი, კერუბინი - ჯენტილეტი, დე ვრი, ბილია, ცანა, ედერსონი, პერეირინია
ბოლო 6 შეხვედრა
1-4-1 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +8=7-17, (25-44)

ფიორენტინა-ჩეზენა 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როსი, ლაძერინი, ბაბაქარი - მარილუნგო, იაბრე, ვალძანია, მაგნუსონი, ლუკინი, პულცეტი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 0-3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +4=2-0, (10-3)

ვერონა-უდინეზე 17:00
დისკვალიფიკაცია: დომიცი, ბადუ (უდინეზე)
ტრავმა: იონიცა, ალფრედსონი, იანკოვიჩი - ერტო, ევანჯელისტა, ვაგუე
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +4=4-3, (19-19)

ინტერი-კიევო 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯონათანი, დოდო, კუზმანოვიჩი, ანდრეოლი, კამპანიარო - მატიელო, ზუკანოვიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +15=6-4, (45-26)

ნაპოლი-მილანი 22:45
დისკვალიფიკაცია: მენეზი, მექსე, აბატე (მილანი)
ტრავმა: მიჩუ, ცუნიგა, დე გუზმანი - ელ შაარავი, აგაცი, მონტოლივო, ესიენი, პალეტა, სუსო, ალექსი
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +6=11-10, (26-33)

ორშაბათი. 4 მაისი
კალიარი-პარმა 22:45
დისკვალიფიკაცია: კოსუ, მურუ - მირანტე, ბელფოდილი
ტრავმა: გალოპა, პრესტია (კალიარი)
ბოლო 6 შეხვედრა
1-0-5 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +9=8-15, (33-46)

ოთხშაბათი. 6 მაისი
ტორინო-ემპოლი 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გუარენტე (ემპოლი)
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +5=8-4, (13-12)

ბომბარდირები:
20 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 18 - ლუკა ტონი (ვერონა), მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი); 15 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), პაულო დიბალა (პალერმო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული