ითქვა ისიც, რომ შეთანხმება შედგა სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით და კლუბის მესვეურებმა რაფას გარანტია მისცეს, რომ ზაფხულში რამდენიმე უმაღლესი კლასის ფეხბურთელს დაიმატებენ.
აურელიო დე ლაურენტისს ბენიტესისთვის კლუბის განვითარების გეგმა წარუდგენია, სადაც სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, "სტადიო სან პაოლოს" რეკონსტრუქციაა გათვალისწინებული. როგორც ჩანს, ახალმა პროექტმა ესპანელ სპეციალისტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და
"კორიერეს" მტკიცებით, ახალი ხელშეკრულება ევროპალიგაზე "დნიპროსთან" 2-რაუნდიანი დუელის შემდეგ გაფორმდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"