Tuttosport: შესაძლოა ანდრეა პირლო "იუვენტუსიდან" "ლივერპულში" გადავიდეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეა პირლო, შესაძლოა, "ლივერპულში" გადავიდეს.

ამის შესახებ Tuttosport იუწყება, რომლის ცნობით, ინგლისური კლუბი პირლოს შეძენის შესაძლებლობას განიხილავს და არც თავად 36 წლის ფეხბურთელია წინააღმდეგი, ძალები იტალიის საზღვრებს გარეთ მოსინჯოს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პირლოსადმი ინტერესს ლონდონის "ჩელსი", "ბოკა ხუნიორსი" და MLS-ის კლუბები იჩენენ.

ანდრეა პირლოს კონტრაქტი "იუვენტუსთან" 2016 წელს იწურება, მიმდინარე სეზონში კი ჰავბეკმა ტურინელთა მაისურით ხუთი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული