სერია A. XXXV ტური: პოგბა გოლით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
* ფრანჩესკო ტოტიმ სერია A-ში 68-ე პენალტი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, რობერტო ბაჯოს დაეწია.

* "სასუოლოსთან" მარცხით, "ჩეზენამ" სერია A-ში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსიც დაკარგა.

* "მილანმა" 5-მატჩიანი, ხოლო "სამპდორიამ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

* თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ პოლ პოგბა მოედანს დაუბრუნდა და გოლი შეაგდო.

35-ე ტური ტურინული მატჩით გაიხსნა, სადაც "იუვენტუსის" გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ მოუწყვეს ოვაციები ფეხბურთელებს და მიჯრით მეოთხედ მოგებული სკუდეტო იზეიმეს; "ვეკია სენიორამ" "კალიარის" უმასპინძლა და სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ ტურის მიმოხილვა...

"იუვე" მეორე შემადგენლობით
"იუვენტუსი" უკვე
ჩემპიონია და რა გასაკვირია, რომ "კალიარის" სარეზერვო შემადგენლობით დაუპირისპირდა. კარში - მარკო სტორარო, დაცვაში - რომულო სოუზა, ანჯელო ოგბონა და სიმონე პადოინი, ნახევარდაცვაში - რობერტო პერეირა და ახლად გამოჯანმრთელებული პოლ პოგბა, ხოლო თავდასხმაში - კინგსლი კომანი, სიმონე პეპე და ალესანდრო მატრი.

მეორე ნახევარში, მოედანზე სტეფანო სტურარო, პაოლო დე ჩელიე და მატია ვიტალე ვიხილეთ - მოკლედ, სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელებმა გაილაღეს და შეეცადნენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაემტკიცებინათ. ბუნებრივია, ძირითადი შემადგენლობით ითამაშა "კალიარიმ", რომელსაც ჯერ კიდევ აქვს თეორიული შანსი, რომ ელიტაში ადგილი შეინარჩუნოს, საბოლოოდ კი მივიღეთ ფრე - 1:1.

ტურინელთაგან გოლი პოლ პოგბამ გაიტანა, ხოლო სარდინიელთა რიგებში ლუკა როსეტინი გამოირჩა. ამ შეხვედრაში მასიმილიანო ალეგრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პოგბას საქმეში ნახვა გახლდათ და საინტერესოა, რა დასკვნა გამოიტანა... ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ "იუვეს" პოგბა ძალიან სჭირდება, მაგრამ არის კი ფრანგი ისეთ ფორმაში, რომ მადრიდული მატჩი პირველივე წუთიდან დაიწყოს? - "კალიარისთან" პოლმა კარგად ითამაშა და გოლიც შეაგდო, მაგრამ შესაძლოა, ეს არ გამოდგეს საკმარისი. მატჩის შემდეგ ალეგრი კრიტიკული იყო შეგირდების მიმართ:

"სირცხვილია, რომ პრაქტიკულად, მოგებული თამაში გავუშვით ხელიდან. ბოლო წუთებში კონცენტრაცია დავკარგეთ და დავისაჯეთ. რამდენიმე ფეხბურთელს იშვიათად უწევს თამაში და ეს მათ კონდიციასაც ეტყობა. პოლ პოგბა მშვენივრად წარმოჩინდა, მის თამაშს კარგად შევისწავლით და გადავწყვეტ, დავაყენებ თუ არა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ძირითადში. მადრიდში გოლი გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მილანმა" ნავსი გატეხა
"მილანმა" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და "სან სიროზე" თვით "რომა" დაამარცხა, 2:1. არადა, ლომბარდიელთათვის ეს მატჩი უკვე აღარაფერს წყვეტდა, რომაელთათვის კი კოლოსალური მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ჩანს, უმოტივაციოდ დარჩენამ "როსონერიზე" კარგად იმოქმედა, გალაღდა გუნდი და სეზონის მეორე ნახევარში საუკეთესო თამაში აჩვენა.

მასპინძელთა ორივე გოლი კეისუკე ჰონდას ზუსტ გადაცემას მოჰყვა: ჯერ მარკო ვან გინკელმა გაიტანა, ხოლო შემდეგ მატია დესტრომ. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა თავის ყოფილ გუნდს შეუგდო და გოლი ერთობ ემოციურად აღნიშნა. ცნობისთვის, დესტრო დღემდე "რომას" საკუთრებაა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ გუნდში დაბრუნებას აღარ აპირებს.

რომაელებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს, როდესაც შეცვლაზე შესულმა ფრანჩესკო ტოტიმ თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1. ცნობისთვის, ტოტიმ 68-ე პენალტი გაიტანა სერია A-ში და ამ მაჩვენებლით რობერტო ბაჯოს შედეგი გაიმეორა. მთლიანობაში, ტოტი კარგად ჩაერთო თამაშში და ის, რომ მატჩის დასკვნითი ნაწილი სტუმართა უპირატესობით წარიმართა, დიდწილად სწორედ ფრანჩესკოს დამსახურება გახლდათ.

მატჩის მიწურულს, არბიტრმა სათადარიგოთა სკამიდან ფილიპო ინძაგი გააძევა, რომელიც გულშემატკივრებმა მქუხარე ოვაციით გააცილეს. დიახ, მიუხედავად ჩაგდებული სეზონისა, ტიფოზებს სუპერპიპოს მიმართ სიყვარული ნამდვილად არ განელებიათ.

მატჩის შემდეგ ინძაგი ქომაგებს ემადლიერებოდა და დასძინა, რომ მისი გუნდი სწორი გზით ვითარდება. რუდი გარსია მოწყენილი იყო და მოკლე კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვითაც, მისი გუნდი ვალდებულია, რომ ყველა დარჩენილი მატჩი მოიგოს. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სამპამ" ივარგა, "ჩეზენა" გავარდა
წარუმატებელი სერია შეწყვიტა "სამპდორიამ" და "უდინეზე" მისსავე მოედანზე ბეჭებზე გააკრა, 4:1. თითო გოლი შეაგდეს აფრი ასკუამ და ალფრედ დუნკანმა, რობერტო სორიანომ კი დუბლი შეასრულა. გენუელებმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგეს და გაიუმჯობესეს სატურნირო ვითარება. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის და ამ მოგებით, მიზანს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

"სასუოლო" "ჩეზენასთან" ორი ბურთის სხვაობით აგებდა, მაგრამ სამი შეაგდო და სახლში ამდენივე ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა. გოლის გემო გაიხსენა სიმონე ძაძამ, დომენიკო ბერარდიმ კი ორი საგოლე პასი მიითვალა აქტივში. მოკლედ, "სასუოლომ" კიდევ ერთხელ გაახარა გულშემატკივარი, "ჩეზენამ" კი სერია A-ში დარჩენის თეორიული შანსიც დაკარგა. დიახ, "ჩეზენამ" მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო ელიტარულ ლიგაში და მალევე დაუბრუნდა სერია B-ს.

სულ მალე გავარდნილებს "კალიარიც" შეუერთდება, რომელიც თეორიულ შანსს კი ინარჩუნებს, მაგრამ პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ დარჩენილ სამ ტურში ბერგამოს "ატალანტას" გადაასწროს.

"ნაპოლის" ფეხი დაუცდა
"ნაპოლიმ" კიდევ ერთხელ გააწბილა გულშემატკივარი და ამჯერად, "პარმასთან" დაკარგა ქულები. არადა, რაფაელ ბენიტესის შეგირდებს შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, რომ რომაულ გუნდებს მიახლოებოდნენ და ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაეძაბათ. გუნდებმა ორ-ორი გოლი გაცვალეს და ქულები გაიყვეს.

როგორც იქნა, მოიგო "ფიორენტინამ" და გასვლაზე კერკეტი "ემპოლი" დაამარცხა. ტოსკანურ დერბიში ხუთი გოლი გავიდა და აქედან ერთი ლევან მჭედლიძის ანგარიშზეა. ამრიგად, "ფიორენტინა" ევროზონას დაუბრუნდა. ბოლოს, ისიც აღვნიშნოთ, რომ ტური მეტად უხვგოლიანი გამოვიდა...

იტალია. სერია A. XXXV ტური
9 მაისი
იუვენტუსი-კალიარი 1:1
გოლები: 1:0 პოგბა (45), 1:1 როსეტინი (85)
იუვენტუსი (4-3-3): სტორარი - რომულო, ბარძალი, ოგბონა, პადოინი - პერეირა (75. ვიტალე), პოგბა (63. დე ჩელიე), მარკიზიო (59. სტურარო) - პეპე, კომანი, მატრი
კალიარი (4-3-1-2): ბრკიჩი - ბალცანო, როსეტინი, კაპიტელი (73. დიაკიტე), აველარი - ჟოაო პედრო, კრიზეტიგი, დონსა (68. საუ) - ეკდალი - კოპი (77. ლონგო), ფარიასი
გაფრთხილება: მარკიზიო - აველარი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 15-7; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-9 (3-5); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 39 000

მილანი-რომა 2:1
გოლები: 1:0 ვან გინკელი (40), 2:0 დესტრო (59), 2:1 ტოტი (73-პენ.)
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - აბატე, ალექსი (86. მექსე), პალეტა, ანტონელი (67. ბოკეტი) - ვან გინკელი, დე იონგი, პოლი - ბონავენტურა, ჰონდა, დესტრო (74. პაცინი)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ფლორენცი, მანოლასი, ასტორი, ტოროსიდისი - პიანიჩი (70. ტოტი), ნაინგოლანი, დე როსი - ჟერვინიო (30. ლიაიჩი), იბარბო (59. იტურბე), დუმბია
გაფრთხილება: დესტრო, ალექსი, აბატე, მექსე - ტოროსიდისი, ფლორენცი, პიანიჩი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 8-7 (2-2); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 45 000

10 მაისი
კიევო-ვერონა 2:2
გოლები: 1:0 პალოსკი (9), 1:1 ტალები (20), 1:2 ტონი (26), 2:2 პელისიერი (40-პენ.)
კიევო (4-4-2): ბიძარი - სკელოტო, ცეზარი, დაინელი, ბირაგი (84. სარდო) - ჰეტემაი (13. კოფიე), ისკო, რადოვანოვიჩი, ბირსა (59. ბოტა) - პალოსკი, პელისიერი
ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო, როდრიგესი, მორასი, აგოსტინი - ობადი, პანაიოტისი, ალფრედსონი (66. გუსტავო - 89. ლოპესი) - იანკოვიჩი, ტალები (67. ვალოტი), ტონი
გაფრთხილება: ჰეტემაი, სკელოტო, ცეზარი - იანკოვიჩი, ობადი, ტალები, ტონი, პანაიოტისი
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-8 (3-3); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 30 000

ჩეზენა-სასუოლო 2:3
გოლები: 1:0 დეფრელი (15), 2:0პ ბრიენცა (29), 2:1 ძაძა (48), 2:2 ტაიდერი (51), 2:3 მისიროლი (69)
ჩეზენა (4-3-1-2): ალიარდი - პერიკო, კაპელი, კრაინჩი, რენძეტი - კარბონერო,Eდე ფეუდისი (69. ტაბანელი), კაშონე (85. გაცოლა) - ბრიენცა - დეფრელი, ალეჰანდრო (78. ჯურიჩი)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო - ტაიდერი, მისიროლი (90. ჩიბსა), ბიონდინი - სანსონე (70. ფლორო ფლორესი), ბერარდი (85. ნატალი), ძაძა
გაფრთხილება: ბრიენცა, კარბონერო (ჩეზენა)
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 10-10 (6-7); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 15 000

პალერმო-ატალანტა 2:3
გოლები: 0:1 ბაზელი (6), 0:2 ანდელკოვიჩი (17-საკ. კარში), 1:2 ვასკესი (43), 1:3 გომესი (51), 2:3 რიგონი (68)
პალერმო (3-5-1-1): უიკანი - ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი (34. კუაიზონი) - რიგონი, ჩოჩევი, ლაზაარი (58. დაპრელა), მატო (77. მარესკა), რისპოლი - ვასკესი - ბელოტი
ატალანტა (4-3-3): ავრამოვი - ძაპაკოსტა, ბიავა (61. ბენალუანი), მაზიელო, დრამე - ბაზელი (46. ჩიგარინი), მილიაჩო, კარმონა - დალესანდრო (57. ფრეზოლინი), გომესი, პინილია
გაფრთხილება: გონსალესი - ძაპაკოსტა, ბიავა
გაძევება: ავრამოვი (56. ატალანტა)
კუთხური: 13-3; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 18-9 (8-7); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 18 000

უდინეზე-სამპდორია 1:4
გოლები: 0:1 სორიანო (25), 0:2 სორიანო (62), 0:3 ასკუა (80), 1:3 დი ნატალე (87-პენ.), 1:4 დუნკანი (89)
უდინეზე (4-3-1-2): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, დომიცი, პირისი - ალბერგი (72. ერტო), პინცი, კონე (56. აგუირე) - გილიერმე - გეიხო (46. ტერო), დი ნატალე
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - ზვოლეკი (75. კაჩატორე), სილვესტრი, მუნიოსი, რეჯინი (81. კოდა) - ასკუა, პალომბო, დუნკანი - სორიანო - მურიელი, ეტოო (56. დორდევიჩი)
გაფრთხილება: ბირსა - სორიანო, რეჯინი, ვივიანო, კოდა
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-17 (3-11); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 10 000

ემპოლი-ფიორენტინა 2:3
გოლები: 0:1 ილიჩიჩი (4), 1:1 საპონარა (28), 1:2 სალაჰი (57), 1:3 ილიჩიჩი (68), 2:3 მჭედლიძე (77)
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - ლაურინი, რუგანი, ტონელი, უსაი - ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე (64. ზელინსკი) - საპონარა - მაკარონე (77. მჭედლიძე), პუჩარელი (72. ტავანო)
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - რიჩარდსი (67. სავიჩი), გონსალო, ბასანტა, ვარგასი - პისარო, ბადელი, აკვილანი - ბერნარდესკი (46. სალაჰი), ილიჩიჩი, ჯილარდინო (62. ფერნანდესი)
გაფრთხილება: მჭედლიძე - სავიჩი, ვარგასი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 11-8 (3-5); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 16 000

პარმა-ნაპოლი 2:2
გოლები: 1:0 პალადინო (9), 1:1 გაბიადინი (28), 2:1 ხორკერა (33), 2:2 მერტენსი (72)
პარმა (4-2-3-1): მირანტე - კასანი (74. კოსტა), მენდესი, ფედალი, გობი - ხორკერა (71. მარიგა), მაური (79. გეზალი) - ნოჩერინო, ლილა, ვარელა - პალადინო
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - ენრიკე, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი - ინლერი (75. დავიდ ლოპესი), გარგანო (57. იგუაინი) - გაბიადინი, ჰამშიკი, მერტენსი - საპატა (52. კალეხონი)
გაფრთხილება: ლილა, მენდესი - ალბიოლი
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-15 (5-12); ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 10 000

ლაციო-ინტერი 1:2
გოლები: 1:0 კანდრევა (8), 1:1 ერნანესი (26), 1:2 ერნანესი (84)
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, სიანი, რადუ - პაროლო, ბილია - კანდრევა (77. კეიტა), მაური (28. ბრააფჰაიდი), ანდერსონი - კლოზე (63. ბერიშა)
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო (68. ნაგატომო), რანოკია, ვიდიჩი, ჟუანი - გუარინი (46. პოდოლსკი), მედელი, კოვაჩიჩი - ერნანესი - პალასიო (91. ბროზოვიჩი), იკარდი
გაფრთხილება: მაური, მარკეტი, ბილია - დამბროზიო, ერნანესი, ნაგატომო
გაძევება: მაურისიო (24), მარკეტი (61)
შენიშვნა: იკარდიმ ვერ გაიტანა (63)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 12-14 (6-7); ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 40 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

11 მაისი
ჯენოა-ტორინო 22:45

ბომბარდირები: 20 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 18 - ლუკა ტონი (ვერონა), მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - ფაბიო კვალიარელა (ტორინო), პაულო დიბალა (პალერმო)

მომდევნო ტური
16 მაისი:
ინტერი-იუვენტუსი, სამპდორია-ლაციო

17 მაისი:
სასუოლო-მილანი, ტორინო-კიევო, ვერონა-ემპოლი, ატალანტა-ჯენოა, კალიარი-პალერმო, რომა-უდინეზე

18 მაისი:
ფიორენტინა-პარმა, ნაპოლი-ჩეზენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული