არიგო საკის სკანდალური განცხადება

AutoSharing Option
იტალიური სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი არიგო საკი "რაი სპორტს" ესტუმრა და აქტუალურ თემებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ბუნებრივია, საკი შეეხო ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსის" გასვლას და "მილანში" არსებულ კრიზისს, მის ერთ განცხადებას კი დიდი ხმაური მოჰყვა...

"მილანის" კრიზისი
"მილანში" კარგი პროექტი და ფული სჭირდებათ იმისთვის, რომ არსებული კრიზისი დაძლიონ და გუნდს ძველი დიდება დაუბრუნონ. დგება მომენტი, როდესაც არაფერი გამოგდის და ასეთ დროს, სრული რეორგანიზაციაა საჭირო.

სილვიო ბერლუსკონიმ კარგად იცის, რომ კლუბის ასაღორძინებლად ინვესტორია საჭირო და კარგია, რომ ამას არც თვითონ მალავს.
თუმცა, მხოლოდ ფული წარმატების გარანტია ვერ იქნება და იქ უკვე პროექტმაც უნდა იმუშაოს. მაგალითად "იუვენტუსის" მოყვანაც შეიძლება, სადაც სწორად მუშაობენ და შედეგიც სახეზეა.

ვისურვებდი, რომ "მილანში" ისეთი პერსონები გამოჩნდნენ, როგორებიც პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა და დემეტრიო ალბერტინი არიან, რადგან თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებს ფეხს უფრო ახალგაზრდები აუწყობენ. მჯერა, რომ "მილანი" დაძლევს ამ კრიზისს.

სერია A
თუ სკუდეტოსთვის ბრძოლას არ ჩავთვლით, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ძალიან დაძაბულია. წინ რომაული დერბია და კიდევ არაერთი საინტერესო მატჩი, რომლებსაც მოუთმენლად ველოდები.

ვფიქრობ, კარგი ჩემპიონატი გამოვიდა და მთლიანობაში, სერია A პროგრესირებს. თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი მუშაობა და პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ის, რაც "პარმას" დაემართა, აღარ უნდა განმეორდეს - უფრო მეტად სოლიდარულნი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და ვიზრუნოთ იტალიური ფეხბურთის განვითარებაზე.

"კარპი" და "ფროზინონე" ელიტაში
ვერაფრით დავეთანხმები კლაუდიო ლოტიტოს, რომელმაც "კარპის" და "ფროზინონეს" აღზევებას ელიტარულ ლიგაში იტალიური ფეხბურთისთვის დამღუპველი უწოდა.

სერია A-ში უნდა თამაშობდნენ ის გუნდები, რომლებმაც ეს თამაშით დაიმსახურეს და მათ შორის არიან "კარპი" და "ფროზინონე". სხვა საქმეა, რომ ამ გუნდებს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები, რაზეც ზემოთაც ვისაუბრე. სავარაუდოდ, ორივე გუნდი სხვა ქალაქში ითამაშებს და ეს არაა კარგი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "სასუოლოც" იმავე დღეშია და გამოდის, რომ სერია A-ში სამი ისეთი გუნდი გვეყოლება, რომლებიც საშინაო თამაშებს სხვა ქალაქში ჩაატარებენ.

მაგრამ ბევრად უკეთეს ვითარებაში არც სხვა გუნდები არიან, რადგან სტადიონების აბსოლუტური უმრავლესობა მოძველებულია და საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

"იუვეს" წარმატება
"იუვენტუსმა" შესანიშნავ შედეგს მიაღწია და ვფიქრობ, რომ ეს ჯერ კიდევ არაა მაქსიმუმი. ტურინულ გრანდს შეუძლია, რომ ფინალი მოიგოს და ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლოს.

"იუვემ" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟი აამაღლა და ამისთვის მადლობა ეკუთვნის. 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა "ინტერმაც" მოიგო, მაგრამ ეს იყო სირცხვილი ჩვენი ფეხბურთისთვის, რადგან იმ გუნდში იტალიელი ფეხბურთელები, პრაქტიკულად, არ თამაშობდნენ.

"იუვეს" წარმატებას სულ სხვა ფასი აქვს და ამიტომ ფინალში განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ.

მატერაცის პასუხი
საკის განცხადებას, "ინტერთან" დაკავშირებით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უმეტესობამ ლეგენდარული მწვრთნელი მკაცრად გააკრიტიკა, მათ შორის კი, მარკო მატერაციც გახლდათ.

"ნერაძურის" ყოფილმა მცველმა და იმ გუნდის წევრმა, რომელმაც 2010 წელს ტრიპლეტი შეასრულა, ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"საკის განცხადება ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რადგან მაშინ "ინტერმა" უდიდესი გამარჯვება თავდაუზოგავი შრომით და სუფთა თამაშით მოიპოვა, ლეგიონერების რაოდენობას კი მნიშვნელობას ნამდვილად არ ვანიჭებ.

"ინტერმა" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟი დაიცვა და ვინც ასე არ ფიქრობს, ძალიან ცდება. ერთი კითხვა მაქვს სენიორ არიგოსთან: მიაღწევდა მისი "მილანი" დიდ გამარჯვებებს ჰოლანდიელების გარეშე? - ველოდები პასუხს ამ კითხვაზე"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
სკანდალი არ ვიცი მარა სირცხვილი ნამდვილადაა როცა მატერაცის ნაირი არარაობა საკუთარ თავს იტალიური ფეხბურთის სახესთან აიგივებს. 2010 წლის ინტერი, მათი ანტიფეხბურთი, მოურინიო და მატერაცი იტალიური კი არა მთლიანად ფეხბურთის სირცხვილი იყო. და მატერაცი რო ამბობს სუფთად მოვიგეთო მეორედ მოსვლაა ეგ მგონი. უსინდისო და არაკაცი იყო და დარჩება კიდეც ეგეთად
coco
10:50 21-05-2015
0
სუპერ სკანდალ, სუპერ სკანდალ :)))))))))))))))))))))))))))))))))))))
რა ცოდო ხართ საწყალო "ჟურნალისტებო"....... :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
გულშემატკივარი
11:04 20-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული