"მილანმა" კარლო ანჩელოტის სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
ახლახან მადრიდის "რეალიდან" გათავისუფლებულ კარლო ანჩელოტის გუნდის გაწვრთნის წინადადებით "მილანმა" მიმართა, - ამის შესახებ Corriere della Sera იუწყება.

წყაროს ცნობით, მილანურმა კლუბმა იტალიელ სპეციალისტს სამწლიანი კონტრაქტი, ტრანსფერებისთვის კი 120 მლნ ევრო შესთავაზა.

"ანჩელოტის გუნდში დაბრუნებას იმედით ველით, თუმცა ჩვენ სხვა ვარიანტებიც გვაქვს - მათგან სამი იტალიაში, ერთი კი საზღვარგარეთ", - გამოქვეყნებულია "მილანის" პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის სიტყვები Milan News-ის "ტვიტერზე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული