ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ესპანელი სპეციალისტი სამშობლოში ორშაბათს დაბრუნდება და "სამეფო კლუბის" მესვეურებთან 2-წლიანი კონტრაქტის ყველა დეტალს შეათანხმებს. მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ახალი მწვრთნელი ეყოლება მოსაძებნი, რასაც არც თვითონ უარყოფს:
"სიმართლე გითხრათ, ჩემი ფიქრები მხოლოდ "ლაციოსთან" მოახლოებულ მატჩს დასტრიალებს, რადგან სწორედ იქ გადაწყდება ჩემპიონთა ლიგის საგზურის ბედი. ეს არა მარტო ევროპული საკლუბო ფეხბურთის ელიტაში ყოფნას, არამედ დიდ ფინანსურ
ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს თამაში მოვიგოთ და მიზანს მივაღწიოთ. რაც შეეხება ბენიტესის შესაძლო წასვლას, ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ და მეტიც, დიდია შანსი, რომ სწორედ ასე მოხდეს. ვინ შეცვლის რაფას? - ეს სერიოზული საკითხია და მოდით, ამაზე "ლაციოსთან" მატჩის შემდეგ ვისაუბროთ".
ესპანური მედიის ცნობით, თუ რაფა "რეალს" სათავეში ჩაუდგება, ის კლუბის ხელმძღვანელობას რამდენიმე წინაპირობას წაუყენებს. რაღაც საკითხები მან თავად უნდა გადაწყვიტოს და არ უნდა მოხდეს ეს ფლორენტინო პერესის სურვილებისამებრ.
პირველ რიგში, მთელი სამწვრთნელო გუნდი მან უნდა ჩამოაყალიბოს. ბენიტესი დიდ ყურადღებას მიაქცევს კანტერას და აკადემიის მწვრთნელებიც ისეთები უნდა იყვნენ, რომელთაც რაფა ენდობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"