"მილანი": ადრიანო გალიანის სატრანსფერო გეგმები

AutoSharing Option
სანამ ადრიანო გალიანი მადრიდში გაემგზავრებოდა, განაცხადა, რომ ესპანეთის დედაქალაქში მხოლოდ კარლო ანჩელოტისთან შეხვედრით არ შემოიფარგლებოდა და მას კიდევ ჰქონდა არაერთი გეგმა - იქვე დასძინა, რომ მადრიდში ორი ძალიან კარგი გუნდია ბრწყინვალე ფეხბურთელებით, რომელთაგან რამდენიმე მიზანში ჰყავს ამოღებული.

მაინც რომელი ფეხბურთელები იგულისხმა გალიანიმ? - ერთი ნამდვილად მარიო მანჯუკიჩია, რომელიც გასულ ზაფხულს მიუნხენის "ბაიერნიდან" გადავიდა მადრიდის "ატლეტიკოში" და შესაძლოა, ერთი წლის თავზე, კიდევ გამოიცვალოს გუნდი. სენიორ ადრიანო არ მალავს, რომ მარიო მისი ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა:

"ძალიან მომწონს მანჯუკიჩის თამაში და არ დავმალავ,
რომ მისი გადაბირება გეგმაშია. მარიოსთან შეხვედრას ვაპირებ და იქ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. მთავარია, თვითონ რა პოზიცია აქვს და უნდა თუ არა ესპანეთში დარჩენა. "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ეს ამ გუნდის დიდი პლუსია, მაგრამ ჩვენ "მილანი" ვართ, რაც ბევრს ნიშნავს".

გალიანიმ გაამხილა, რომ მანჯუკიჩის ტრანსფერი მის გეგმებში შედის. აი, მარიო სუარესზე კი ჯერ არაფერი უთქვამს, რომლისთვისაც ასევე დაუდგია თვალი და ესპანელებთან მოლაპარაკების წამოწყებას აპირებს. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "მილანის" მესვეურებსა და სუარესს შორის უკვე შედგა საუბარი და ფეხბურთელმა იტალიაში გადაბარგების სურვილი გამოთქვა.

29 წლის ნახევარმცველი "ატლეტიკოსთვის" მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ არა იმდენად, რომ მადრიდელებმა მის შესანარჩუნებლად სოლიდურ თანხაზე უარი თქვან. ამბობენ, რომ სუარესის "მილანში" გადაბარგების ალბათობა მაღალია, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული