მაინც რომელი ფეხბურთელები იგულისხმა გალიანიმ? - ერთი ნამდვილად მარიო მანჯუკიჩია, რომელიც გასულ ზაფხულს მიუნხენის "ბაიერნიდან" გადავიდა მადრიდის "ატლეტიკოში" და შესაძლოა, ერთი წლის თავზე, კიდევ გამოიცვალოს გუნდი. სენიორ ადრიანო არ მალავს, რომ მარიო მისი ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნეა:
"ძალიან მომწონს მანჯუკიჩის თამაში და არ დავმალავ,
გალიანიმ გაამხილა, რომ მანჯუკიჩის ტრანსფერი მის გეგმებში შედის. აი, მარიო სუარესზე კი ჯერ არაფერი უთქვამს, რომლისთვისაც ასევე დაუდგია თვალი და ესპანელებთან მოლაპარაკების წამოწყებას აპირებს. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "მილანის" მესვეურებსა და სუარესს შორის უკვე შედგა საუბარი და ფეხბურთელმა იტალიაში გადაბარგების სურვილი გამოთქვა.
29 წლის ნახევარმცველი "ატლეტიკოსთვის" მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ არა იმდენად, რომ მადრიდელებმა მის შესანარჩუნებლად სოლიდურ თანხაზე უარი თქვან. ამბობენ, რომ სუარესის "მილანში" გადაბარგების ალბათობა მაღალია, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"