მილანური გრანდის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი მადრიდის "რეალთან" სულ ახლახან განშორებულ სპეციალისტს უკვე შეხვდა და მასთან პირველი მოლაპარაკება გამართა. გალიანისა და ანჩელოტის მორიგი შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ ანჩელოტის სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომელშიც ხელფასად წლიური 4 მლნ ევროა გათვალისწინებული. ამასთან, თუკი ანჩელოტი "მილანის" გაწვრთნას დათანხმდება, საზაფხულო ტრანსფერებისთვის 120 მლნ ევროს მიიღებს.