Sky Sport Italia: ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" დაბრუნებას დათანხმდა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" დაბრუნებას დათანხმდა.

ახლა "როსონერის" მხოლოდ ფრანგულ კლუბთან შეთანხმების მიღწევა დარჩა.

რამდენიმე დღის წინ "მილანის" გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ შვედ აგენტთან, მინო რაიოლასთან გამართა მოლაპარაკება, ხოლო ზლატანს პირადად ესაუბრა ტელეფონზე.

Sky Sport Italia-ს ცნობით, ზლატანი "მილანის" შეთავაზებით დაინტერესებულია, რომელიც მას 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

ახლა იტალიელებს მხოლოდ ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკება დარჩათ.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "მილანში" 2010-12 წლებში თამაშობდა. შვედის ამჟამინდელი კონტრაქტი პსჟ-სთან 2016 წლამდე მოქმედებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული