28 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, წელიწადში კი 4 მლნ ევროს მიიღებს. ამასთან, მარტინესს კიდევ 1 მლნ-ს გამომუშავება ბონუსებით შეუძლია, - იუწყება Gazzetta dello Sport.
კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელმა უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.
შეგახსენებთ, რომ მარტინესი პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო სეზონში, 30 მატჩში გატანილი 21 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.