იტალიის ნაკრები: კონტეს ბუფონი და დე სილვესტრი გამოაკლდა

AutoSharing Option
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ხორვატიასთან ითამაშა, მნიშვნელოვანი ქულა აიღო და როგორც ანდრეა პირლომ განაცხადა, კიდევ უფრო მიუახლოვდა კონტინენტის პირველობას.

წინ პორტუგალიასთან ამხანაგური მატჩია, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება და რომლისთვის "სკუადრა აძურა" შეთხელებული შემადგენლობით მოემზადება.
ხორვატიასთან მატჩის წინ, იტალიას ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი, დანიელე დე როსი და მარკო ვერატი გამოაკლდა, განვლილი პაექრობისას კი კიდევ ორი ფეხბურთელი დაშავდა:

ჯანლუიჯი ბუფონი და ლორენცო დე სილვესტრი. ჯიჯიმ კუნთი გაიჭიმა და შესვენებაზე შეცვალეს - ექიმებს ზუსტი დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ, მაგრამ ტრავმა
მძიმე არაა და გამომდინარე იქიდან, რომ სეზონი პრაქტიკულად მორჩა, საგანგაშო არაფერია. ბუფონი პორტუგალიასთან მატჩს გამოტოვებს და მისთვის შვებულება უკვე დაიწყო.

რაც შეეხება დე სილვესტრის, მას ძალიან ცუდი ამბავი შეემთხვა - მყესი გაიწყვიტა და როგორც ასეთ დროს ხდება, 6-8 თვე მოუწევს მკურნალობა. ეს იმას ნიშნავს, რომ "სამპდორიას" 27 წლის მცველი, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაიმსახურა მიწვევა, დიდი ალბათობით, წელს ვეღარც ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული