"მომავალ სეზონში "მილანს" სინიშა მიხაილოვიჩი გაწვრთნის, რომელმაც კლუბთან შეთანხმებას ორი წლით მოაწერა ხელი. მას წარმატებულ საქმიანობას და საუკეთესო შედეგების მიღწევას ვუსურვებთ", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადებაში.
მიხაილოვიჩის ხელმძღვანელობით "სამპდორიამ" სერია A-ს გასულ სეზონში მეშვიდე ადგილი დაიკავა, რითაც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. 46 წლის სერბ სპეციალისტს მანამდე "ბოლონიაში", "კატანიაში", "ფიორენტინას" და სერბეთის ნაკრებში უმუშავია.