იტალია-პორტუგალია 0:1 - ანტონიო კონტეს პირველი წაგება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრიშტიანო რონალდოს გარეშე მოთამაშე პორტუგალიის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში იტალიის ეროვნული გუნდი მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ კარუჟში გაიმართა, ერთადერთი გოლი კი ანტონიო ედერმა გაიტანა, რომელსაც საგოლედ რიკარდუ კუარეჟმამ უპასა.

აღსანიშნავია, რომ "სკუადრა აძურასთვის" ეს პირველი წაგებაა მას შემდეგ, რაც გუნდს ანტონიო კონტე წვრთნის. შეგახსენებთ, კონტემ ეროვნული გუნდი 2014 წლის აგვისტოში ჩაიბარა. ამასთან, ამ ხნის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ იტალიის ნაკრებმა მოედანი გატანილი გოლის გარეშე დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული