შეგახსენებთ, რომ სერია A-ს სატურნირო ცხრილის მიხედვით, ევროტურნირზე "ჯენოა" უნდა გასულიყო, მაგრამ ფინანსური და ტექნიკური პრობლემების გამო, უეფას ლიცენზია ვერ გაიარა და მთელი წლის შრომა წყალში ჩაყარა.
ავტომატურად, ევროპალიგის საგზური მეშვიდე ადგილზე მყოფ "სამპდორიას" გადაეცა, მაგრამ მოგვიანებით, უეფამ მეორე გენუურ გუნდსაც შეუჩერა ლიცენზია და საერთაშორისო ასპარეზისკენ გზა უკვე "ინტერს" გაეხსნა...
ერთი სიტყვით, ევროსაგზური მილანურ გრანდს გადასცეს,
დიახ, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის რანგით მეორე საერთაშორისო საკლუბო ტურნირზე "სამპა" იასარეზებს. ამ თემას "სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო გამოეხმაურა:
"სამართლიანი გადაწყვეტილება იყო და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გუნდი ევროპალიგაზე იასპარეზებს. ამასთან, არ მავიწყდება, რომ ჩვენზე წინ "ჯენოა" იყო და უეფას რომ ლიცენზია თანაქალაქელებისთვის მიეცა, კიდევ უფრო სამართლიანი იქნებოდა. უეფას ნებართვა ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რომ ზაფხულის სატრანსფერო კამპანია აქტიურად ვაწარმოოთ და გუნდი გავაძლიეროთ".
მაშ ასე, 2015-2016 წლების სეზონში, სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსი", "რომა" და "ლაციო" ითამაშებენ, ხოლო ევროპალიგაზე "ფიორენტინა", "ნაპოლი" და "სამპდორია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"