"კატანიას" პრეზიდენტი ანტონიო პულვირენტი დაიჭირეს

AutoSharing Option
მართალია, "კალჩოპოლის" ცნობილი პროცესი დაიხურა, მაგრამ იტალიაში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება.

სულ ახლო წარსულში, აპენინელმა სამართალდამცველებმა დაახლოებით 50 კაცი დააკავეს, რომლებიც ლიგა პროსა და სერია D-ს მატჩების ჩაწყობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი და მხილებულნი. გუშინ კიდევ 17 პირი დააკავეს, ყურადღების ცენტრში კი სერია B-ს ბინადარი "კატანია" აღმოჩნდა. სიცილიური კლუბის ერთბაშად 7 მესვეური დაიჭირეს, მათ შორის, პრეზიდენტი ანტონიო პულვირენტი.

ჯერჯერობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალები არ ხმაურდება და ვერც იმას გეტყვით, რა ბედი ეწევა "კატანიას", რომელმაც გასული სეზონი მე-15 ადგილზე დაასრულა და
სერია B-ში ადგილი შეინარჩუნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული