რამდენიმე დღის წინ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით "კატანიას" პრეზიდენტი ანტონიო პულვირენტი დააკავეს, თუმცა საქმის დეტალები მაშინ არ გაცხადებულა. გუშინ, რამდენიმესაათიანი დაკითხვისას, 53 წლის საფეხბურთო ფუნქციონერმა აღიარა, რომ 5 მატჩის ყიდვას აპირებდა, თუმცა მისი ყველა მცდელობა ამაო გამოდგა.
"კატანია" სერია B-ს ბინადარია და გასულ სეზონში, ლიგა პროში დაქვეითებას გადაურჩა - პულვირენტის თქმით, მისი მიზანი სერია B-ში ადგილის შენარჩუნება იყო და თანაც, ნებისმიერი გზით.
სიცილიური კლუბის პრეზიდენტმა თავი დამნაშავედ სცნო და იქვა დაამატა, რომ გამომდინარე მისი მცდელობების უშედეგობისა, პირადად ის უნდა დასაჯონ და
არა "კატანია". პულვირენტიმ უკვე დატოვა კლუბის პრეზიდენტის პოსტი და მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"