სამირ ჰანდანოვიჩი მილანის "ინტერთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

AutoSharing Option
"ინტერის" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ და არაერთი საინტერესო ტრანსფერი გაჩარხეს, მაგრამ სამირ ჰანდანოვიჩს ვერაფერი მოუხერხეს.

30 წლის სლოვენიელ მეკარეს "ნერაძურისთან" კონტრაქტი ერთი წლის თავზე უმთავრდება და თუ იქამდე ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, შეუძლია, მომდევნო სეზონის დასრულებისთანავე ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს. ბუნებრივია, მოვლენათა ასეთი განვითარება სრულებით არ აწყობთ მილანელებს და ყველანაირად ცდილობენ, რომ სამირს ახალ კონტრაქტზე ხელი მოაწერინონ, თუმცა ჯერჯერობით, ყველა მცდელობა ამაო გამოდგა.

ჰანდანოვიჩის პირადმა აგენტმა ფედერიკო პასტორელომ პრესას შემდეგი განუცხადა: "სამირი მილანში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ არც იმას
ვმალავთ, რომ შეთავაზებებს სიამოვნებით განვიხილავთ. იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ნაკლებად საინტერესო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჰანდანოვიჩს "ინტერის" დატოვება სურს? - თუ საოცნებო წინადადებას მიიღებს, არაფერია გამორიცხული, იქამდე კი ის "ინტერის" ფეხბურთელია და თავს ბედნიერად გრძნობს. ხელშეკრულების გახანგრძლივება? - არაფერია საჩქარო, ამაზე უფრო სექტემბერში ვისაუბრებთ".

აქვე ვთქვათ, რომ "ინტერი" ჯერდან შაჩირიმ დატოვა, რომლის სანაცვლოდაც "სტოკ სიტიმ" 17 მილიონი ევრო გადაიხადა. ბოლო ინფორმაციით, "ნერაძურის" მესვეურები ჯერ ფიქრობენ და გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ. ითქვა ისიც, რომ თავად ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაშის სურვილი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული