მოჰამედ სალაჰი "ფიორენტინას" ტოვებს

AutoSharing Option
"ფიორენტინამ" ლონდონის "ჩელსისთან" მოლაპარაკება დაასრულა და მოჰამედ სალაჰის კიდევ 1-წლიანი იჯარა შეათანხმა - ამასთან, ფლორენციელებმა პასუხისმგებლობა აიღეს, რომ ერთი წლის თავზე, 23 წლის ეგვიპტელ ფორვარდს 18 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.

თუმცა, კლუბებს შორის მიღწეულ შეთანხმებას განხორციელება არ უწერია, რადგან თავად ფეხბურთელმა "ფიორენტინას" დატოვება განიზრახა და გუნდის საწვრთნელ შეკრებაზე არც კი გამოცხადდა. მოგვიანებით, მოჰამედის პირადმა აგენტმა რამი აბასმა შემდეგი განაცხადა:

"მოჰამედს მოსაფიქრებლად გარკვეული დრო სჭირდებოდა და აქამდე ამიტომ ვდუმდით - დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემი კლიენტი ფლორენციას ტოვებს და კარიერას
სხვა იტალიურ გუნდში გააგრძელებს. ეს თავად ფეხბურთელის სურვილია და კარგი იქნება, თუ მის გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდებით. თუ რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას მოჰამედი, ამას უახლოეს დღეებში გაიგებთ".

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ფიორენტინას" მესვეურები მოჰამედ სალაჰს სასამართლოში უჩივლებენ, თუმცა მათი კონკრეტული მოთხოვნები ჯერ უცნობია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ყველაზე საინტერესო კი მაინც ისაა, თუ რომელ იტალიურ გუნდში გააგრძელებს თამაშს სალაჰი.

ძველი ამბავია, რომ ეგვიპტელით "ინტერია" დაინტერესებული და დიდი შანსია, ფეხბურთელის აგენტი სწორედ მილანურ გრანდს გულისხმობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული