სანამ შევიტყობდით, რომ 33 წლის მცველმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, იქამდე მისი "როსონერიდან" აბარგების შესახებ გავრცელდა ცნობები. როგორც შემდეგ გაირკვა, "მილანის" მესვეურებმა ფილიპს წერილობით აცნობეს, რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებდნენ, თუმცა ფრანგმა ადრიანო გალიანისთან შეხვედრა მოითხოვა და მოლაპარაკების პროცესში, ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
მექსე უკვე ოთხი წელიწადია, "მილანში" ასპარეზობს და აქამდე, სეზონში 4 მილიონ ევროს იღებდა, ახალი კონტრაქტის მიხედვით კი, მისი ხელფასი
"ფული ძალიან მნიშვნელოვანია და ამის უარყოფა დიდი სისულელეა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც პრიორიტეტი სხვა რამეს უნდა მიანიჭო. "მილანი" ჩემი სახლია, აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მინდა, რომ სწორედ ამ გუნდში გავაგრძელო ასპარეზობა.
მაქვს შემოთავაზებები არაბული კლუბებიდან, სადაც იმაზე მეტს მპირდებიან, ვიდრე აქამდე ვიღებდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ეტაპზე, ჩემი გეგმები მხოლოდ "მილანს" უკავშირდება. კლუბის მესვეურებსაც ვუთხარი, რომ მომდევნო სეზონში ძალიან მოტივირებული ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ "როსონერისთან" ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო".
ამასობაში, "მილანი" სხვა ცენტრალურ მცველთან აპირებს დამშვიდობებას და ალექსს ბრაზილიაში სთავაზობს გამგზავრებას. 33 წლის უკანახაზელს ლომბარდიულ გრანდთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს უმთავრდება, იქამდე კი მილანელებს მისი განათხოვრება სურთ, რათა მისთვის განკუთვნილი ხელფასი აირიდონ თავიდან. ალექსის იჯარით აყვანის სურვილი "სანტოსმა" გამოთქვა და ბოლო სიტყვა თავად ფეხბურთელზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"