"რომას" არჩევანი: ან ჯეკო, ან რონდონი

AutoSharing Option
"რომას" მესვეურები "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკებას აწარმოებენ ედინ ჯეკოს ტრანსფერთან დაკავშირებით და, თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, საკითხი შესაძლოა, უახლოეს საათებში გადაწყდეს.

"ჯალოროსის" სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი მანჩესტერშია და მოლაპარაკების დასკვნით რაუნდს აწარმოებს.

ბოლო ინფორმაციით, ინგლისელებს 29 წლის ბოსნიელი ფორვარდის სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო უნდათ, იტალიელები კი მზად არიან, რომ 20 მილიონი გადაიხადონ.

ამასობაში, "რომას" მესვეურებმა თავად ფეხბურთელთან მიაღწიეს საბოლოო შეთანხხმებას, რომლის მიხედვითაც, ედინი ახალ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს. "გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, კლუბები კონსენსუსს
მიაღწევენ და ტრანსფერი აუცილებლად შედგება.

აქვე ვთქვათ, რომ ჯეკო "მანჩესტერ სიტიში" 2011 წლიდან ასპარეზობს, 130 მატჩი აქვს ჩატარებული და 50 გოლი გატანილი.

თუ ედინ ჯეკოს ტრანსფერი მაინც ჩაიშალა, "რომას" მესვეურები "ზენიტის" ფორვარდის, ხოსე სალომონ რონდონის გადაბირებას შეეცდებიან.

25 წლის ვენესუელელი თავდამსხმელი ერთი წელია, რაც რუსულ გუნდში ირჯება, 36 მატჩი აქვს ჩატარებული და 20 გოლი გატანილი. რონდონის საბაზრო ღირებულება 20 მილიონი ევროა, ეს თანხა კი რომაელთათვის სავსებით მისაღებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული