რობერტო მანჩინი: ჯერ ლიგა, მერე ტიტულები

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ მომდევნო სეზონში მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს.

აი, 2016/2017 წლების სეზონში კი უკვე ტიტულებსაც დაუმიზნებს. მანჩინიმ ჟურნალისტთა რამდენიმე კითხვას უპასუხა და ჟოზე მოურინიოზეც გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

- რისთვის იბრძოლებს "ინტერი"?
- ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძიოლებთ და დიდი მედი მაქვს, რომ მიზანს მივაღწევთ. აი, შემდეგი სეზონიდან კი ტროფეებს უნდა დავუმიზნოთ და დიდ სიმაღლეებს შევწვდეთ. ჩვენი გეგმით მივდივართ, რომელიც აუცილებლად გაამართლებს.

- "ინტერში" 2004-2008 წლებშიც კარგი შედეგები გქონდათ, მაგრამ მაინც გაგათავისუფლეს დაკავებული პოსტიდან...
-
კარგად მახსოვს ის დილა, როდესაც მასიმო მორატის ტელეფონით ვესაუბრე და არ დამიმალა, რომ ჩემი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ არაფერი უთქვამს ჟოზე მოურინიოზე და უბრალოდ მითხრა, რომ მე ვტოვებდი "ინტერს". ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობელი ვარ მორატის, რომ "ნერაძურიში" მუშაობის საშუალება მომცა.

- არ შეგშურდათ მოურინიოსი, რომელმაც ერთ სეზონში ტრიპლეტი შეასრულა?
- ეს ბუნებრივი რექციაა და ვადასტურებ, რომ ჟოზეს ადგილზე ყოფნა ძალიან მინდოდა. საბედნიეროდ, კიდევ ერთხელ მომეცა "ნერაძურიში" მუშაობის საშუალება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ არა მარტო იტალიაში, ევროპაშიც მივაღწიოთ წარმატებას.

- რას ფიქრობთ მოურინიოზე?
- ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მწვრთნელია.

- ამჯერად თუ გრძნობთ სრულ ნდობას კლუბის მესვეურთა მხრიდან?
- კი, ნამდვილად ასეა და ეს უდიდეს სტიმულს მაძლევს. კარგი პროექტი გვაქვს შემუშავებული და კლუბის მესვეურები ბოლომდე მენდობიან. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ნდობა გავამართლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული