მოჰამედ სალაჰი "რომაში" ითამაშებს

AutoSharing Option
"ფიორენტინადან" სკანდალით წასული მოჰამედ სალაჰი კარიერას "რომაში" გააგრძელებს. 23 წლის ეგვიპტელი ფორვარდი იტალიის დედაქალაქშია, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და სულ მალე ხელშეკრულებას გააფორმებს.

კონტრაქტი საიჯაროა, რომლის ფარგლებშიც "რომა" "ჩელსის" 2 მილიონ ევროს გადაუხდის, სეზონის ბოლოს კი გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს და სურვილის შემთხვევაში, კიდევ 14.7 მილიონს გადაიხდის.

მოკლედ, გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა იტალიაში რჩება, თუმცა არა "ფიორენტინაში", არამედ "რომაში" გააგრძელებს კარიერას. თავად ფეხბურთელმა ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"მოხარული ვარ, რომ იტალიაში ვრჩები და ისეთ დიდ გუნდში ვაგრძელებ კარიერას, როგორიც "
რომაა". ჩემი მიზანია, რომ ახალ გუნდს კარგად შევეწყო და წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო.

რაც შეეხება "ფიორენტინას", იქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა, თუმცა მიზეზებზე საუბარს არ ვაპირებ - ერთადერთი, რაზეც დღეს ვფიქრობ, "რომაა", რომელსაც მალე შევუერთდები და ვეცდები, მწვრთნელის ნდობა გავამართლო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული