იყო საშიშროება, რომ ხედირას ჯვარედინი მყესი გაეწყვიტა, რაც რამდენიმე თვით უქმობის ტოლფასია, მაგრამ ასეთ მძიმე ტრავმას 28 წლის გერმანელი გადაურჩა. თუმცა, სამის დაახლოებით ერთი თვე მოუწევს მკურნალობა, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის სუპერთასის პაექრობას და სერია A-ს რამდენიმე ტურს გამოტოვებს.
"იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იმედი გამოთქვა, რომ ხედირას მკურნალობის პროცესი
"ცუდი საღამო იყო, რადგან უფერული თამაში ვაჩვენეთ, წავაგეთ და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაგვიშავდა. ხედირა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და იმედია, რომ მაქსიმუმ ერთ თვეში ის მოედანს დაუბრუნდება. იქამდე იტალიის სუპერთასის პაექრობა გველის, რომელსაც უკეთეს ფორმაში უნდა შევხვდეთ და ამიტომ მეტი შრომა და მონდომება გვმართებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"